ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია: „როცა სასახლეში მიმიყვანეს ძალიან მალე დიდ სცენაზე აღმოვჩნდი“

1125
(განახლებულია 10:57 15.08.2020)
ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებელი ლელა წურწუმია იხსენებს თავისი ბავშვობის დროინდელ ამბებს.
ლელა წურწუმია: „როცა სასახლეში მიმიყვანეს ძალიან მალე დიდ სცენაზე აღმოვჩნდი“

„დედამ ბებიას უთხრა: მე ლელას ისეთ ადგილას მივიყვან, რომ ტელევიზორში გამოჩნდებოდა და როცა მოგენატრებათ შეძლებთ მის ნახვასო და მერეც ასეც იყო. ბებიას როგორც კი ჩვენს წერილს მიიღებდა, იმწუთშივე ჩაალაგებდა ჩანთას და ჩვენთან ჩამოდიოდა“,- იხსენებს ლელა წურწუმია სატელევიზიო გადაცემაში.

ლელა წურწუმია ყვება: „გენეტიკის დამსახურებაა ის, რომ მე ვმღერი,  იმიტომ, რომ ჩვენთან ყველა მღეროდა. მამას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, ფერწერაზე, მაგრამ სიმღერის სიყვარულმა მაინც ძლია. ერთხელ ქუჩაში შურა ჯანელიძე შემხვდა და მკითხა: სად აბარებო? მე ვუთხარი: სამხატვროში რა გინდა მაქო? საესტრადო სასწავლებელში მისაღები გამოცდებია და იქ ჩააბარეო.“

 

1125
სალომე გოგიაშვილი

გოგიაშვილი: ბოდიში და ახლა „ფეხზე მკიდია“, ჩემი შვილი სკოლაში წავა თუ არა

84
(განახლებულია 19:26 17.09.2020)
ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი საქართველოში დღეს არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწავლის დაწყებაზე მნიშვნელოვანი მისთვის შვილების ჯანმრთელობაა.
გოგიაშვილი: ბოდიში და ახლა „ფეხზე მკიდია“ ჩემი შვილი სკოლაში წავა, თუ არა
„მეც და ბევრი ჩემი ნაცნობიც ვიყავით აჭარაში და ყველამ მივიღეთ მონაწილეობა იმაში, რომ ეს სიტუაცია დადგა. ახლა იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი ჩვენი შვილების, მშობლების, თითოეული ჩვენგანის გადასარჩენად, ვამბობთ, რომ გავიდეთ და მოვაწყოთ აქციები. რა დროს აქციებია. მე მყავს ოთხი შვილი და არანაირი სურვილი არ მაქვს, სკოლაში გავუშვა“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.

გოგიაშვილის თქმით, მისთვის მისი შვილების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, 1 ოქტომბერს წავა სკოლაში თუ 1 ნოემბერს და როდის გაივლის „დედაენას“.

84
მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება

70
(განახლებულია 17:08 17.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 179 ახალ შემთხვევაზე საუბრობს.
ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება
„დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გახდა 2 937. 179 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 126, იმერეთი – 16, თბილისი – 15, სამეგრელო–ზემო სვანეთი – შვიდი, მცხეთა-მთიანეთი – შვიდი, გურია – ოთხი, კახეთი – ოთხი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 5 პაციენტის – მძიმე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, ათით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ამჟამად საერთო რიცხვი 1422-ს შეადგენს.

 

70
ტესტირება კორონავირუსზე

ლაგოდეხში კორონავირუსი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაუდასტურდა

0
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსზე, ნელი ხიზანიშვილზე დაყრდნობით.

ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ.

მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 34 ინფიცირებულია.

რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხევა გამოვლინდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

პარასკევს კახეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში