მიკროფონი

გიორგი ნაზღაიძე: მის ცოლთან უნდა დავკავებულიყავი სექსით და ქმარს ეყურებინა

180
(განახლებულია 15:56 13.08.2020)
გიორგი ნაზღაიძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ აბულინგებენ ცნობილ ადამიანებს, ჰყვება შემთხვევაზე, რომელსაც მის ცხოვრებაში რეალურად ჰქონდა ადგილი და ამაზრზენს უწოდებს.
გიორგი ნაზღაიძე: მის ცოლთან უნდა დავკავებულიყავი სექსით და ქმარს ეყურებინა
„ინტერნეტში შექმნილია გვერდი, რომელშიც პოპულარულ ადამიანებზე ღადაობენ, დებენ ფოტოებს და ინფორმაციას. როცა ანალოგიური ჩემზეც დადეს, მე თვითონ გავიზიარე. მთავარია, რომ ადამიანს იუმორი გააჩნდეს, ოღონდ მარაზმში არ უნდა გადავიდეს“, – ამბობს გიორგი ნაზღაიძე სატელევიზიო გადაცემაში. 

გიორგი ნაზღაიძე გადაცემაში ჰყვება: „იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა ახალგაზრდა წყვილმა მომმართა უცნაური თხოვნით. ქმარს უნდოდა მის ცოლთან დავკავებულიყავი სექსით და მას ეყურებინა. ამაში 6000 დოლარს მიხდიდა. როცა უარი ვუთხარი, კიდევ 3000 დოლარი დაამატა“.

 

180
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

24
(განახლებულია 14:37 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე  ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლებ სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, -ამბობს კობახიძე.

მისი თქმით,  არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

24
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე

26
(განახლებულია 14:30 23.09.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თუ ჩემი ხმა დასჭირდა, არ ვაპირებ, ეს ხმა მივცე
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ, რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება. 

 

26
ახალდაბადებული

კორონავირუსის მქონე პაციენტს ბათუმში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

0
(განახლებულია 16:02 23.09.2020)
ამ ეტაპზე უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი. მედიკოსები ჩვილს ტესტირებას დღეს ჩაუტარებენ

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, იუწყება პირველი არხი.

ქუთაისში კოვიდ-ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა>>

კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას ინფორმაციით, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.

„საკეისრო კვეთა დასრულდა. ორივე თავს კარგად გრძნობს. მიმდინარეობს ბავშვის მოწესრიგება, უნდა გადავიდეს ბოქსირებულ განყოფილებაში და დღის განმავლობაში ახალშობილს  ტესტირება ჩაუტარდება. ამ ეტაპზე არ არის ცნიბილი, აქვს თუ არა ბავშვს კორონავირუსი. ჯერჯერობით დედა და შვილი იზოლირებულად იქნებიან მოთავსებული“, – განაცხადა პაპავამ.

სამშობიაროში დღეს კიდევ ერთი ინფიცირებულის საკეისრო კვეთაა დაგეგმილი.

„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში მეორე პაციენტსაც ჩაუტარდება საკეისრო კვეთა“, – აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

ბოლო დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 227 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ინფიცირებულთა რაოდენობაა 4 140. დღეს გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა ორი ადამიანი. სულ გარდაიცვალა 25 პაციენტი. დღეისთვის აქტიური შემთხვევაა 2 473.

ინფიცირების ახალი შემთხვევების მხრივ კვლავ აჭარა ლიდერობს. ბოლო 24 საათში იქ 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში