ლიკა მუმლაძე

მცხეთის კლინიკის დირექტორი: „COVID - თან მიმართებაში უფრო გავთამამდით“

161
მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტრი ლიკა მუმლაძე საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების მიზეზად მოსახლეობის მხრიდან არსებული რეკომენდაციების არასათანადოდ შესრულებას მიიჩნევს.
მცხეთის კლინიკის დირექტორი: „COVID - თან მიმართებაში უფრო გავთამამდით“
„ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ვისაუბროთ მეორე ტალღის დაწყებაზე, თუმცა შემთხვევების მატება გვაქვს და ეს მაინც უნდა მივაწეროთ იმას, რომ სიფრთხილის ზღვარი დაწია მოსახლეობამ. არ იცავს ისე წესებს როგორც საჭიროა და ასე ვთქვათ,  უფრო  გავთამამდით კოვიდთან მიმართებაში. რაც შეეხება რეკომენდაციებს მთავარი ეს არის ნიღაბი, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა“- განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში დღეის მდგომარეობით 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 14-ით იმატა. ქვეყანაში სულ  კორონავირუსის 1264 დადასტურებული შემთხვევაა მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1054 პაციენტი, გარდაცვლილია - 17. ხოლო კარანტინის რეჟიმში - 7279 ადამიანია.

 

161
მიკროფონი

ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ

48
(განახლებულია 20:28 21.09.2020)
აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.
ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან, ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ
„სხვა უწყებებთან ერთად სამუშაო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას და მყისიერი რეაგირება გვაქვს. კლასტერები რამდენიმეა, კონკრეტულ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ. სხვადასხვა კლასტერთან მიბმული შემთხვევები გვაქვს, ძირითადი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს უკვე დადასტირებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ჩვენი სამუშაო და სამიზნე არის კონტაქტირებული პირები, ტესტირების არეალი გავშალეთ, ამით უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ. ბევრი ნიმუში გაეშვა კვლევაში, რამაც შექმნა ერთგვარი გადატვირთვა, თბილისის დონეზე ლაბორატორიული ქსელი ჩართულია აჭარის ნიმუშებზე და ეს პრობლემა მყისიერად არის აღმოფხვრილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ტესტის პასუხებამდე მოქალაქეები ვალდებული არიან იზოლაციის წესები დაიცვან.

48
მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია

63
(განახლებულია 16:21 21.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და გარდაცვლილ პაციენტზე საუბრობს.
ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია
„დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი – 53, თბილისი – 31, სამეგრელო–ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა-მთიანეთი – ერთი. 2 133 პაციენტიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ–სტაციონარშია. კოვიდ-ცენტრებში არსებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო–ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა–მეთვალყურეობას.

63
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020