სოზარ სუბარი

 სოზარ სუბარი: მესტიაში ყველაზე ცხელი წერტილი ლენჯერია

100
(განახლებულია 14:48 11.08.2020)
მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს  420 ზე მეტი ტესტის პასუხს ელოდებიან,  განაცხადა პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი: მესტიაში ყველაზე ცხელი წერტილი ლენჯერია
„ყველაზე მთავარი ცხელი წერტილი ამ წუთში არის  ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნა აღებული, 100 ნიმუშია აღებული დანარჩენი სოფლებიდან. დღეს დაგეგმილია ამ რაოდენობების გაზრდა. შეირჩა სავარაუდოდ ყველაზე დაზიანებული ადგილები, ეს არის ლენჯერი, დაბა მესტია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერი  ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო, საიდანაც დაიწყო გავრცელება და ვფიქრობ  ჩვენ ამას მოვახერხებთ დღის განმავლობაში“ - განაცხადა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში დაფიქსირდა. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.

100
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების პიკი გვექნება ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში

104
(განახლებულია 19:18 26.10.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის იმ პიკის ვადებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ემუქრება.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების პიკი გვექნება ნოემბრის მეორე, მესამე კვირას
„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ (ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს)... ვფიქრობთ, პიკი გვექნება ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში. ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. მთავარია, რომ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში 18 782 აქტიური შემთხვევიდან ამჟამად 25 პროცენტი სტაციონარებში იმყოფება.

104
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი

48
(განახლებულია 17:14 26.10.2020)
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებსა და ჰოსპიტალიზების სტატისტიკაზე ისაუბრა.
ტიკარაძე: 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი
„დღეს გვაქვს კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა, აქედან საყურადღებოა ისევ სამი რეგიონი. აჭარაში გვაქვს 296 შემთხვევა, თბილისში – 913, იმერეთში – 337. მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზება, რომლის მიმართაც უფრო მეტი კითხვა ისმის... ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი, ცხელების ცენტრებში გადაყვანილი იყო 278 ადამიანი, ცხელების ცენტრებიდან კოვიდ-კლინიკაში დადასტურებული „კოვიდით“ გადავიყვანეთ 34 ადამიანი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს და კოვიდ-ინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის.

48
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში მძევლების აყვანა: პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა დაასრულა

25
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა პოლიციაში ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა სამხარეო პოლიციაში პირადად გადაიყვანა

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერწკარში დაასრულა ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად.

პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა არ დაუზუსტებიათ, იყო თუ არა ამოღებული სახლიდან რაიმე ნივთები.

გარდა ამისა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა პირადად გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში. 

საგამოძიებო მოქმედებები ასევე დასრულდა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში. გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი ბიკენტი და ბიძინა ესებუები. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას დეიდა და დეიდაშვილი.

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-მ ასევე მისი ფოტო გაავრცელა. მიმდინარეობს დამნაშავის ძებნის სპეცოპერაცია.

25
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა