ალექსანდრე სუდაძე

როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია

94
(განახლებულია 19:54 04.08.2020)
პროფესიის არჩევისას ახალგაზრდებმა ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ, მიაჩნია ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტს და კრიპტოვალუტის ექსპერტს ალექს სუდაძეს.
როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია
„პირველ რიგში ჩამოვწეროთ სახელმძღვანელო სია: რისი კეთება გვიყვარს ყველაზე ძალიან, რა გვეხერხება და, შესაბამისად, სად შეგვიძლია ვიყოთ „ჩემპიონები“. თუ საკუთარ თავთან გულახდილი ვიქნებით, 2-3 საქმიანობაზე მეტს ვერ დავწერთ. ამ 2-3 პროფესიიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი, სადაც დღევანდელ გარემოში მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება, და სასურველია, მოთხოვნის მაჩვენებელი იყოს ზრდადი უახლოესი წლების მანძილზე“, – აღნიშნა ალექს სუდაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სფეროში შედეგის მიღწევა არც ისე ადვილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება.

 

94
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: სიყვარული ზოგჯერ თავის თავში განადგურებასაც მოიცავს

104
(განახლებულია 09:37 27.09.2020)
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს ადამიანებს შორის სიყვარულზე და სექსუალურ მოტივაციაზე.

 

ნათია ფანჯიკიძე: სიყვარული ზოგჯერ თავის თავში განადგურებასაც მოიცავს
„სექსუალური მოტივაცია ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ერთად. ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოტივაცია, რომელიც გამრავლებისა და გადარჩენისკენაა მისწრაფული. ეს არ გახლავთ მხოლოდ კავშირი და მიჯაჭვულობა, ყველაფერი ეს თითქოს ერთადაა. საბოლოო ჯამში, სექსუალური ენერგია, რომელიც სიყვარულს პირდაპირი გზით განასახიერებს, ძალიან ბევრი რამის მამოტივირებელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში.“- ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს: „სიყვარული ესთეტიკური კრიტერიუმების ჩამოყალიბების მოტივაციასაც იძლევა. ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ სიყვარული მოიპოვოს, ყოველთვის ცდილობს ფორმაში იყოს, რომ გალამაზდეს და უკეთ, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. პირდაპირი გაგებით, სიყვარულს დიდი ძალა აქვს იმისთვის, რომ ადამიანი წინ ატაროს.“

104
ნანა ჩაჩუა

ნანა ჩაჩუა: ტყუილის გარეშე ჩვენი ცხოვრება არ არსებობს

56
(განახლებულია 09:17 27.09.2020)
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ადამიანის ცხოვრებაში ტყუილის გავლენასა და მის სხვადასხვა სახეობაზე საუბრობს.
ნანა ჩაჩუა: ტყუილის გარეშე ჩვენი ცხოვრება არ არსებობს
„ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ იტყუებიან. არის ტყუილი, რომელიც ფართო მასშტაბისაა და დამაზიანებელია. არის ტყუილი, რომელიც შესაძლებელია, რომ მწვავე შედეგებით არ გამოვლინდეს, მაგრამ ტყუილი მაინც არის ის, რომელსაც გარკვეულ მომენტში შეუძლია დესტრუქციულობა შექმნას, თუმცა არა ყოველთვის“, - ამბობს ნანა ჩაჩუა სატელევიზიო გამოსვლაში.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს: „განასხვავებენ ტყუილის სახეებს: არსებობს ტყუილი, რომელსაც მიუნჰაუზენის ტყუილს ვუწოდებთ. ესაა ტყუილი-ტყუილისათვის. ამ ტყუილში ადამიანი საკუთარი თავის მნიშვნელობას ქმნის. რა თქმა ეს ვერ მიიყვანს მას პიროვნულ ზრდამდე. ბავშვებისთვის დამახასიათებელ ტყუილს გარკვეულ ეტაპამდე პოზიტიური მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად მათ შეუძლიათ  წარმოსახვითი მეგობრის შექმნა.“

56
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

0
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

0