ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

D ვიტამინი: რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივიღოთ

1984
(განახლებულია 16:51 04.08.2020)
წელიწადის მზიან პერიოდებში D ვიტამინის მიღებას ბუნებრივი გზით უნდა ვეცადოთ და არა მედიკამენტოზურად, აღნიშნა ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმმა თინათინ კაჭარავამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
D ვიტამინი: რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივიღოთ
„D ვიტამინი ერთადერთი ვიტამინია, რომლის სინთეზსაც ადამიანის სხეული მზის სხივების ზემოქმედებით კანის ქსოვილში თვითონ ახდენს. D ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, რაც ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის წინაპირობაა. D ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია COVID პანდემიის პირობებში“, – განაცხადა თინათინ კაჭარავამ

მისი თქმით, D ვიტამინის დაახლოებით 80%-ს ადამიანის ორგანიზმი მზისგან იღებს, ხოლო დანარჩენს – საკვებიდან. D ვიტამინის სინთეზისთვის სასურველია დილით ადრე მზის სხივების პირდაპირი მოქმედება კანზე 30-60 წუთის განმავლობაში. ხოლო საკვებს რაც შეეხება, ამ ნივთიერებით მდიდარია ცხიმიანი თევზეული, მას ასევე შეიცავს რძის ნაწარმი, კვერცხი და ხორცი.

1984
ანა კორძაია სამადაშვილი

ანა კორძაია-სამადაშვილი: ლურჯწვერა კაცზე ამბავს გიჟივით ვკითხულობ ხოლმე...

51
(განახლებულია 20:18 24.09.2020)
მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ფსიქოლოგიურად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ კითხულობენ ადამიანები ამა თუ იმ სახის ლიტერატურას.
ანა კორძაია -სამადაშვილი: ლურჯწვერა კაცზე ამბავს გიჟივით ვკითხულობ ხოლმე...
„არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, ალბათ კი... მოდი, გულზე დავიდოთ ხელი და ვთქვათ, სადმე რომ წავალთ დასასვენებლად, რომელ წიგნებს წავიღებთ. მაგალითად, შორეულ კუნძულზე, სადაც ლურჯი ზღვა, თოლიები და ლამაზი გოგო-ბიჭებია. წაიღებდით სერიოზულ ისტორიულ რომანებს?“ – ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი სატელევიზიო გამოსვლაში.

მწერალი ამბობს: „მე ავირჩევდი „ჰარი პოტერს“ ან ფენტეზის, სადაც ვიცი, რომ ბოლოს სიკეთე გაიმარჯვებს. კიდევ წავიღებდი იმ წიგნებს, რომლებსაც ბავშვობაში ვკითხულობდი, მათში შევძვრებოდი და ეს ჩემი თავშესაფარი იქნებოდა“.

51
გიორგი გახარია

გახარია: კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით

69
(განახლებულია 18:17 24.09.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
გახარია: კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით
„ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს ეს პროცესი. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში… ჩვენ გვაქვს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში მობილობის გაზრდამ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაც გამოიწვია.

69
ლაბორატორია

მიტროპოლიტი გერასიმე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას  გეგმავს

0
(განახლებულია 10:10 25.09.2020)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

„ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან  ამ დღეებში დაბრუნდა. თავად მიტროპოლიტი გერასიმე PCR–ტესტის ჩატარებას დღეს გეგმავს“, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR–კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში