ანა დოლიძე

ანა დოლიძე: თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი...

82
(განახლებულია 18:50 31.07.2020)
სამოქალაქო მოძრაობის "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე განმარტავს, თუ რატომ იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში.
დოლიძე: თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი...
„დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი“, – ამბობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევა და მას სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვებით.

 

82
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თორნიკე ბიბილეიშვილი

თორნიკე ბიბილეიშვილი: გარემოს დამცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

47
(განახლებულია 14:11 03.08.2020)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა ისაუბრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელზე, რომელმაც მოქალაქეს ქრთამის სახით 5 400 ლარი გამოართვა.
თორნიკე ბიბილეიშვილი: გარემოს დამცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
„ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი“, – განაცხადა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

გამომძებლის განმარტებით, ბრალდებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

47
ზურა მხეიძე

მხეიძე: წარმოიდგინეთ, რომ ცოლმა ნახა მესიჯი: „გუშინ ღამე შენთან კარგი იყო და კიდევ მინდა“

160
(განახლებულია 17:39 01.08.2020)
ზურა მხეიძე განმარტავს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, იმას თუ როგორ იქცევიან ისინი სხვადასხვა სიტუაციაში.
ზურა მხეიძე: წარმოიდგინეთ, რომ ცოლმა ნახა მესიჯი: „გუშინ ღამე შენთან კარგი იყო და კიდევ მინდა“
„დაუშვათ, რომ ქალს ჰყავს საყვარელი და მეუღლე, რომელსაც რაღაც ეჭვი გაუჩნდა და ეკითხება: ვინმე ხომ არ გყავსო? ამ შემთხვევაში რომელი ემოციის ქვეშ დაიმალება ტყუილი? - ეს არის შიში, ოღონდ, არა ოჯახის დანგრევის შიში, არამედ იმისა, თუ რატომ ჰკითხა მეუღლემ ეს და ნეტავ, სინამდვილეში რა იცის. ყოფით სიტუაციებში ასე მივმართავთ ხოლმე: შემომხედე თვალებში! -თუ არ შემომხედა- ესეიგი ვფიქრობთ, რომ ტყუის. რეალურად ეს არ არის  სწორი„- ამბობს ზურა მხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე განმარტავს: „ახლა სტანდარტული შემთხვევა განვიხილოთ-როგორ გაიგო ქალმა ღალატის ამბავი?- ისე, როგორც ქალები ყვებიან ხოლმე, ანუ შემთხვევით ნახა მობილური. არადა, მობილური შემთხვევით როგორ უნდა ნახო? ამის მერე ის ქმართან მიდის და საეჭვო მესიჯზე ეკითხება: ეს რა არის?-ასეთ დროს მნიშვნელობა აქვს სახის გამომეტყველებას.“

160
გიგი უგულავა და გიგა ბოკერია

ბოკერია და უგულავა მაჟორიტარი კანდიდატები: „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები დაასახელა

0
(განახლებულია 16:36 03.08.2020)
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

 

თბილისი, 3 აგვისტო  - Sputnik.  ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“  მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა, აქედან 14 – საქართველოს რეგიონებში. 

კანდიდატები 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატების პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებელია საქართველოს შველა, რომელიც მდიდარი მთავრობის ხელში ღარიბი ქვეყანაა“.

 „დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც გასვრილია ნეპოტიზმში, კორუფციასა და წილებში. დიახ, ეს მათი საქართველოა. მათი საქართველო იქაა, სადაც არის ოლიგარქების შუშის სახლები, ტენდერები და კორუფცია, მაგრამ ეს ქვეყანა სხვა საქართველოა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ პირველ 100 დღეს პარტია იხელმძღვანელებს დევიზით – კეთილდღეობა, დაცვა და დასავლური ინტეგრაცია.

ბოკერია და უგულავა – მთავარი დამრტყმელი ძალა

ზუგდიდში „ევროპელებმა“ მაჟორიტარად  თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ხოლო ფოთი–ხობი–სენაკის საარჩევნო ოლქში კი გიგა ბოკერია დაასახელეს.

მმართველი პარტიიდან ბოკერიას დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაუპირისპირდება, უგულავას კი საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–მდივანი ირაკლი ჩიქოვანი. 

 „პირველად, ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში-ხობსა და სენაკში. არამარტო იმიტომ, რომ ფოთში დედაჩემია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი.  გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!  ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას. თქვენთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ადრე „ევროპული საქართველო“ ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატების დასახელებას ემხრობოდა. თუმცა, მათი წინადადება არ გაიზიარა მეორე ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 „ჩვენ ორ ვარიანტს გთავაზობთ. პირველი: ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ ყველა დიდ ქალაქში საკუთარი კანდიდატები დაასახელოს და სხვა რაიონებში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს. მეორე ვარიანტია: ჩვენ მხარს დავუჭერთ „ნაცმოძრაობას“ ქალაქებში, იგი კი საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელებს იმ ოთხ საარჩევნო ოლქში, სადაც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების იქნებიან წარმოდგენილი“, – აღნიშნა ადრე ბოკერიამ.

მაშინ „ნაცმოძრაობაში“ ამ წინადაებაზე არ დათანხმდნენ.

 „იქ, სადაც „ნაცმოძრაობას“ კარგი პოზიციები აქვს, ჩვენ ჩვენს კანდიდატებს წამოვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

საარჩევნო ოლქების სია, სადაც „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი კანდიდატები დაასახელა:

 საარჩევნო ოლქი  რეგიონი "ევროპული საქართველო"  "ქართული ოცნება"
თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხი
კახეთი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი ქადაგიშვილი
გურჯაანი–საგარეჯო–სიღნაღი–დედოფლისწყარო კახეთი გიორგი ღვინიაშვილი დავით სუნღულაშვილი
რუსთავი ქვემო ქართლი ირმა ნადირაშვილი ნინო ლაცაბიძე
მარნეული–გარდაბანი ქვემო ქართლი აჰმედ იმამყულიევი ზაურ დარგალი
ახალციხე–ნინოწმინდა სამცხე–ჯავახეთი არსენ კარაპეტიანი სამველ მანუკიანი
 ქუთაისი იმერეთი ოთარ კახიძე ზაა ლომინაძე

საჩხერე–ჭიათურა–ხარაგაული

იმერეთი სერგო რატიანი პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი–ბაღდადი–თერჯოლა–ტყიბული იმერეთი გიგი წერეთელი ბეჟან წაქაძე

სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონი

იმერეთი აკაკი ბობიხიძე გივი ჭიჭინაძე

ზუგდიდი

სამეგრელო–ზემო სვანეთი გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანი
ფოთი–ხობი–სენაკი სამეგრელო–ზემო სვანეთი გიგა ბოკერია ირაკლი ხახუბია
აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ სამეგრელო–ზემო სვანეთი ლელა ქებურია ალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური

გურია ხათუნა გოგორიშვილი ვასილ ჩიგოგიძე

ხულო–შუახევი–ქედა და ხელვაჩაური

აჭარა ტარიელ ნაკაიძე  ანზორ ბოლქვაძე

რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის რაიონში დეპუტატის მანდატისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს („ქართული ოცნებიდან“ ნოდარ ტურძელაძე), მთაწმინდა–კრწანისის წაიონში კი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ოდიშარიას დაუპირისპირდება.

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020