Глава Минэкомики Натия Турнава

ნათია თურნავა: თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება

94
(განახლებულია 18:12 29.07.2020)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საუბრობს საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე.
ნათია თურნავა: თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება
„ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. ხუთი აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

94
ნიკა შენგელია

ნიკა შენგელია: ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 3-4 პროცენტამდე უნდა დაწიოს

31
(განახლებულია 17:33 07.08.2020)
საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი სასწრაფოდ უნდა დაწიოს -მიაჩნია ეკონომისტ ნიკა შენგელიას
ნიკა შენგელია: ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 3-4 პროცენტამდე უნდა დაწიოს
„ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეფინანსირების განაკვეთის 3-4 პროცენტამდე  დაწევა, რათა ეკონომიკამ იაფი კრედიტები მიიღოს. ვგულისხმობ როგორც ბიზნეს-სესხებს, ასევე სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებს. რათა ბიზნესსა და ეკონომიკაში  გაჩნდეს თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის გამოჯანმრთელების პროცესი წლობით გაიწელება“ - განუცხადა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-დან 8.0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

31
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

მთავრობის ახალი სოციალური პაკეტი მოქალაქეებს მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება

64
(განახლებულია 17:02 07.08.2020)
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო მთავრობის მიერ სოციალური დახმარების გაცემის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე: მთავრობის სოციალური პაკეტი მოქალაქეებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება
„პანდემიამ შექმნა სირთულეები ეკონომიკური და, შესაბამისად, სოციალური თვალსაზრისით და, ბუნებრივია, ამას სჭირდება პასუხი. პასუხი არის პირველ რიგში სოციალური დახმარება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია ის პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთვარობის მხრიდან. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს იმაში, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა“, – აღნიშნა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი – III ეტაპი შეიმუშავა, რომლის თანახმად, 17 წლის ასაკის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დახმარება. კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება ზამთარშიც. თვითდასაქმებულები, ვინც ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას. 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის სწავლის საფასური, ხოლო ასეთივე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს, ვისაც პანდემიის პერიოდში სტატუსი შეუჩერდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, დაუფინანსდებათ 1 წლის სწავლის საფასური.

64
მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია ბავშვებში: სახელდება ფარული ნიშნები

0
(განახლებულია 15:54 07.08.2020)
ბევრი ბავშვი უჩივის ხოლმე მუცლის ტკივილს მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, როცა მათი შფოთვისა და სტრესის დონე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს. ზოგი მშობელი შეიძლება დიდად არც რეაგირებდეს ამაზე და წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ რეალურად ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს (Seattle Children's) ექიმი ნიკოლ სავანგპონტ პატამანუჩი მშობლებს შფოთვითა და სტრესით გამოწვეული მუცლის ტკივილის შესახებ ესაუბრება და უმნიშვნელოვანეს სიმპტომებზე ამახვილებინებს ყურადღებას.

თურმე ბევრი მშობელი ვერც ხვდება, რომ სწორედ შფოთვა (რაც მუცლის ტკივილს იწვევს) ხდება დეპრესიის მიზეზი ბავშვებში, რაც, თავის მხრივ, შემდგომში ფსიქიკური დარღვევების საფუძველი ხდება.

 

0
თემები:
მშობლები და შვილები