ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ქმარი იმისთვის მინდა, რომ დასაყრდენი მქონდეს, არ მჭირდება

1330
(განახლებულია 16:56 25.07.2020)
ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ცხოვრებაზე და პირად ურთიერთობებზე საუბრობს. ამბობს, რომ დამოუკიდებელი ქალია და ოჯახის შექმნას არ აპირებს.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ქმარი იმისთვის მინდა, რომ დასაყრდენი მქონდეს, არ მჭირდება
„დღეს ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს საიმისოდ, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობები არ ავიკიდო. დედამთილი რას იტყვის? საოჯახო სუფრები გავაწყო - მე ყველაფერ ამისგან თავისუფალი ვარ. ჩემი მშობლების წყალობით მაქვს: სახლი, მანქანა, სამსახური, შესაძლბლობები. ასე რომ კარგად ვარ.“- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სატელევიზიო გადაცემაში.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს: „ ვერასოდეს, არავითარ შემთხვევაში ღალატს ვერ ვაპატიებ, რაც უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს მის გარეშე და ვკვდებოდე.  ჩემთვის არის ისეთი რამ, რაც უპატიებელია, რადგან მე მაქვს ჩემი შინაგანი კონსტიტუცია, კანონები, მორალური კოდექსი, რასაც ვერ შევცვლი. არის ადამიანი, რომლის გარეშეც მე არ ვიქნებოდი ნანუკა ჟორჟოლიანი, იყო სხვა ადამიანი, რომელმაც სხვა უნარები მომცა, სასწაულები მოახდინა. ყველა მამაკაცმა ჩემს ცხოვრებაში თავისებური გარდატეხა მოახდინა. მე ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.“

1330
მიკროფონი

ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ

48
(განახლებულია 20:28 21.09.2020)
აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.
ნიჟარაძე: მოქალაქეები ვალდებული არიან, ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ
„სხვა უწყებებთან ერთად სამუშაო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას და მყისიერი რეაგირება გვაქვს. კლასტერები რამდენიმეა, კონკრეტულ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ. სხვადასხვა კლასტერთან მიბმული შემთხვევები გვაქვს, ძირითადი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს უკვე დადასტირებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ჩვენი სამუშაო და სამიზნე არის კონტაქტირებული პირები, ტესტირების არეალი გავშალეთ, ამით უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ. ბევრი ნიმუში გაეშვა კვლევაში, რამაც შექმნა ერთგვარი გადატვირთვა, თბილისის დონეზე ლაბორატორიული ქსელი ჩართულია აჭარის ნიმუშებზე და ეს პრობლემა მყისიერად არის აღმოფხვრილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ტესტის პასუხებამდე მოქალაქეები ვალდებული არიან იზოლაციის წესები დაიცვან.

48
მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია

66
(განახლებულია 16:21 21.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და გარდაცვლილ პაციენტზე საუბრობს.
ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია
„დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი – 53, თბილისი – 31, სამეგრელო–ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა-მთიანეთი – ერთი. 2 133 პაციენტიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ–სტაციონარშია. კოვიდ-ცენტრებში არსებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო–ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა–მეთვალყურეობას.

66
მედიტაცია

22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები

0
(განახლებულია 11:41 21.09.2020)
ასეთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური დღე, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, ხშირად არ დგება, ამიტომ საჭიროა, ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი

ასტროლოგები 22 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.

შემოდგომის ბუნიობა 22 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე–ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 22 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2021 წლის მარტში დადგება.

მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის 22 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზე სასწორის ნიშანში გადადის. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.

ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.

ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარება ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ვერძები ძალებისა და მოტივაციის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ. ასტროლოგები გირჩევენ, ეს ძალები კარიერისა და ფულის სფეროსკენ მიმართოთ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცესის სტაბილიზება და სულიერი ჰარმონიის მოპოვება – ესაა ფულადი შემოსავლების გასაღები. შემოდგომა თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება ფულის ინვესტირების, დიდი შენაძენებისა და არასტანდარტული იდეების გამოყენებისთვის.

კურო

კუროები გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით. 22 სექტემბერს თქვენ წინაშე მწვავედ დადგება საკითხი:  ღირს თუ არა საკუთარი რესურსების ხარჯვა იმაზე, რომელსაც უკვე აღარ მოაქვს კმაყოფილება? ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, სანამ საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. არ არის გამორიცხული, რომ ბედნიერების გასაღები ძველი სქემებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებაა.

ტყუპი

ასტროლოგები გაფრთხილებენ: 22 სექტემბერს ყველაფერი შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ ჩაერიოთ მოვლენების მსვლელობაში. ენერგია მოჭარბებულად გექნებათ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ შინაგანი ბალანსი დაიცვათ. რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებთ ცხოვრებაში მატერიალური სიკეთისა და წარმატებების მოზიდვას, თუ ყოველდღე პოზიტიურად განაწყობთ თავს.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

კირჩხიბი

შემოდგომის ბუნიობა იმ პროცესებს დაიწყებს, რომლებსაც კირჩხიბები დიდხანს უვლიდით გვერდს. სულ მალე სამყარო თქვენგან არცთუ მარტივი არჩევნის გაკეთებას მოითხოვს: ან საკუთარი პირადი საქმეები ან ურთიერთობების შენარჩუნება გარკვეულ ადამიანებთან. სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ასტროლოგები გირჩევენ, გაერკვეთ პირად გრძნობებსა და სურვილებში და გაავლოთ პირადი „საზღვრები“.

ლომი

ლომებს მიზანსწრაფულობა და სიმტკიცე არ გაკლიათ, მაგრამ უახლოეს მომავალში საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გადახედვა მოგიწევთ. შემოდგომის დღეღამტოლობის დროს და შემდეგ პერიოდში, შესაძლოა, ემოციებმა გძლიოთ. ეს ემოციები ყოყმანს გაიძულებთ, ერთი გადაწყვეტილებიდან მეორისკენ გადახვალთ. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ამ ყველაფერს გაუძლოთ, გაათანაბროთ ენერგეტიკა და შემოდგომის პერიოდისთვის კონკრეტული მიზნები დაისახოთ.

ქალწული

ქალწულებზე შემოდგომის ასტროლოგიური მოვლენები ხელსაყრელად აისახება. თქვენ ძალაუფლების მძლავრი ენერგია აგავსებთ. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ – გზას ის გადალახავს, ვინც იმოძრავებს. პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია, ასე რომ, ნამდვილად ღირს, საკუთარი თავი გამოიწვიოთ და ციხესიმაგრეების დასაპყრობად გაეშუროთ. ის, ვინც სუსტ პოზიციაში დარჩება, რისკავს იმით, რომ „სხვის დაკრულზე მოუწევს ცეკვა“.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

სასწორი

სასწორებს შემოდგომის ბუნიობა სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ, ეს კი შემდგომ დიდ ცვლილებებში შეიძლება გადაიზარდოს. ახლა აუცილებელია მოვლენების ჩაკეტილი წრე გაირღვეს და განვითარების ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. ასტროლოგები გირჩვენ, შეჩერდეთ, დაფიქრდეთ და შეგნებულად დაანგრიოთ ის, რასაც დიდი ხანია, ვერ ელევით. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი ცხოვრება და მომავლისკენ დიდ ნატომს გააკეთებთ.

მორიელი

მორიელებს სამყარო უკეთესი ცხოვრებისთვის მძლავრ იმპულსს მოგცემთ. 22 სექტემბერს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ძლიერ ბიძგს მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეადგინოთ სურვილების ჩამონათვალი და მათ რელაიზებას შეუდგეთ. ბუნიობა ენერგიის მძლავრ „აფეთქებას“ მოიტანს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მიმართოთ, რათა დიდი ხნის სურვილი აისრულოთ.

მშვილდოსანი

შემოდგომის დღეღამტოლობა მშვილდოსნებს რეფლექსიის მდგომარეობას მოგიტანთ. თქვენ მიაღწევთ გარკვეულ სიმაღლეს და რაღაც პერიოდი ჰარმონიულ მდგომარებასა და ნელ მოძრაობაში იქნებით. არ ღირს სამყაროსთან დაპირისპირება, სჯობს, დატკბეთ მიღწეულით – რასაც ბუნიობის დღისთვის მიაღწიეთ. ასევე კარგი იქნება, თუ შინაგან სამყაროში „ჩაიხედავთ“ და თქვენს „ბნელ“ მხარეებს შეიცნობთ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

თხის რქა

თხის რქებს 22 სექტემბრიდან თითქმის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ტრანსფორმაცია გელოდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს პროცესი მარტივი და მსუბუქი იქნება, მაგრამ ყველასთვის – არა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიაროთ კარმული გამოცდა, რათა განიწმინდოთ სხეული და გონება ყველაფერი ზედმეტისგან, რათა უფრო მეტი მიიღოთ. მნიშვნელოვანია მკაფიო მიზნების დასახვა უახლოესი თვეებისთვის და ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით სვლა.

მერწყული

მერწყულებისთვის ბუნიობის გარდამტეხი დღე, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ ამ გამოცდისთვის და თუ საჭიროა, შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქ–ამოისუნთქოთ, გადაერთოთ საკუთარ თავზე, თავი აარიდოთ საინფორმაციო ნაკადებს. ეს „ამოსუნთქვა“ დაგეხმარებათ აზრების სტრუქტურიზებაში, მიზნების განსაზღვრაში, ამოცანების დასახვასა და მათი რეალიზებისთვის აუცილებელი ენერგიის მომარაგებაში.

თევზები

მიუხედავად ენერგეტიკის მკვეთრი ცვლილებისა, თევზები სულიერ მხნეობას არ დაკარგავთ. 22 სექტემბერს გაგიჩნდებათ გამარჯვების განწყობა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გსურთ. მთავარი ამოცანაა, არ ჩარადეთ პანიკაში, აპათიაში, ცხვირი არ ჩამოუშვათ. რაც უფრო მალე აიყვანთ თავს ხელში, მით მალე მოიპოვებთ ძალისა და ენერგიის ახალ და საჭირო დონეს.

0