კაკულია: აია-სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს

© Photo: courtesy of Lela Kakuliaქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სტამბულში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას ეხმიანება.
კაკულია: აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს
„თურქები ყოველთვის ცდილობდნენ ისევ მეჩეთად გადაექციათ აია-სოფია – ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი. მაგრამ მათი მცდელობები არასდროს არ მთავრდებოდა სიკეთით... და ვხედავ, ახლაც ასე მოხდება. წმიდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ ქრისტიანული ჯვარია დავანებული და ის ენერგეტიკა ტრიალებს, რომელიც პირდაპირ კოსმოსიდან მოდის. ამიტომ ეს ნაბიჯი — აია-სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს“, – ამბობს ლელა კაკულია.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი შეეცვალა და მეჩეთად გადაკეთდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0