დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, რაში სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება კორონოვირუსის მართვას

© photo: courtesy of T. Chochuaდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტს შეუძლია მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვების შემოღების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუგრძელოს. დეპუტატები ისევ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებებზე მსჯელობენ.
დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა რაში სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება კორონოვირუსის მეორე ტალღის მართვას
„იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ვრჩებით პანდემიის რეჟიმში, და როგორ ექსპერტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია COVID ვირუსის მეორე, უფრო მძიმე ტალღა, საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტები – ისევე წარმატებით მართოს კრიზისი, როგორც ეს იყო აქამდე. ამიტომ შემოგვაქვს კანონი, რომელსაც ძალა ექნება წლის ბოლომდე, ხოლო ხელისუფლებას – საშუალება, რომ კრიზისი მართოს სწორად, ეფექტურად და დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობას უფლება აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პანდემიის ან გართულებული ეპიდსიტუაციის პერიოდში ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე საჯარო უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით შემოიღოს შეზღუდვები ან რეგულირების ისეთი წესები, რომლებიც განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისგან.

ყველა ახალი ამბავი
0