კახა კალაძე

კალაძე: მეტროს სადგურის რეკონსტრუქციის ფარგლებში დამონტაჟდება ლიფტები, ტაქტილური ბილიკები

56
(განახლებულია 19:46 01.07.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს სადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის შესახებ საუბრობს.
კალაძე: მეტროსადგურის რეკონსტრუქციის ფარგლებში დამონტაჟდება ორი ლიფტი, ტაქტილური ბილიკები
„მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში სამუშაოები დაიწყება. მეტროს სადგურის სრული რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის ფარგლებში სრულად გადაიხურება სადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის. დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს.

56
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უნდა დავეხმაროთ

58
(განახლებულია 19:28 09.07.2020)
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გახარია: ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება 13 ივლისიდან იქნება ნებადართული
„13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ყოველთვის უნდა დავეხმაროთ.

58
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: ჩემი რჩევაა წინასაარჩევნო კამპანიები ჩატარდეს ღია სივრცეებში

49
(განახლებულია 15:28 09.07.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანიების დროს დისტანციის დაცვაზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე: ჩემი რჩევაა, წინასაარჩევნო კამპანიები ჩატარდეს ღია სივრცეებში
„პირადად მე, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩართული ვიყავი პროცესში. ამჟამად ბევრი კანონქვემდებარე აქტი მუშავდება. ზოგადი რეკომენდაციები იქნება იგივე, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ – დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იგივე პირბადის გამოყენება და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. თუ გარკვეული თავშეყრა იქნება, იქ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება პირბადეების ხმარება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი ახლა მუშავდება და, ალბათ, გამოცხადდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
49
მიხეილ სააკაშვილი

საქართველო უკრაინისგან განმარტებას მოითხოვს: სააკაშვილის მორიგი განცხადება

0
პარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავისი გამოსვლებით საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უკრაინული მხარისგან განმარტებას მოითხოვს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღამსრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

საჭიროა რევოლუცია: სააკაშვილი უკრაინის ელიტას ემუქრება>>

სააკაშვილმა უფრო ადრე თავის Facebook–გვერდზე დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას. მან ასევე განაცხადა, რომ ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე „მოწინავე ხაზზე“ იქნება.

„ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას, ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როცა საუბრობს ამ ქვეყნის მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე იმიტომ, რომ ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ თავისი პროპაგანდული გამოსვლებით სააკაშვილი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივნისში უკრაინის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოში ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეფასდა.

„უკრაინის პოზიცია ასეთია: სააკაშვილი უკრაინაში არ არის ოფიციალური პირი, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილი“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ.

ყველანი ერთის წინააღმდეგ: საქართველოში სააკაშვილით უკმაყოფილონი არიან>>

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ამის საპასუხოდ საქართველომ კიევიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთვა. ამასთან, ბოლო წლებში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

0
თემები:
მიხეილ სააკაშვილი