ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთაშორისო დონეზე მოიჭრა თავი

79
(განახლებულია 14:02 29.06.2020)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შესახებ საუბრობს.
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთაშორისო დონეზე მოიჭრა თავი
„საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ არის ინიცირებული და რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეფუძნება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეთანხმებაა. რაც შეეხება დანაშაულებრივ ორგანიზაციას, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი მონაწილეობა (ამ პროცესში) არაფრისმომცემი იქნება. მათ უკვე საერთაშორისო დონეზე მოიჭრეს თავი ამ შეთანხმებიდან გასვლით. მათ, პოლიტიკურ ლიდერად გაიხადეს რა ვინმე რურუა, თავი მოიჭრეს საერთაშორისო დონეზე და ფარდა აეხადა მათ ე.წ. პროდასავლურობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დაასრულებს „ნაციონალურ, დანაშაულებრივ ორგანიზაციას“.

79
მიკროფონი

ჩიმაკაძე: ჯარისკაცები მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში

11
(განახლებულია 14:36 10.07.2020)
გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჩიმაკაძე ავღანეთიდან გადმოყვანილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ საუბრობს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

ჩიმაკაძე: ჯარისკაცები მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში
სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთიდან გადმოყვალია 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც დადასტურებული აქვთ Covid 19-ის დიაგნოზი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ჩივილები არ აქვთ, ისინი მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ; პალატებში, სტაციონარულ მკურნალობაზე მოქმედი პროტოკოლის შესაბამისა“, განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

28 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა. სამხედროები, რომლებიც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მონაწილეობდნენ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

 

11
გიორგი გახარია

გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო

27
(განახლებულია 13:55 10.07.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერი პროგრამის შესახებ საუბრობს.
გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო

„ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას. ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ის რაც დავიწყებულია, ჩვენს შვილებთან, ოჯახთან ერთად თავიდან უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი. როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და ჩამოვლენ ტურისტები, ჩვენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გიდები უნდა ვიყოთ“, ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, საქართველოს შესახებ, თითოულმა მოქალაქმ უნდა მოუყვეს უცხოელებს, რომ ხელი შეუწყონ ტურიზმის ფეხზე დადგომას.

27
ღობე ეზოს გარშემო

როდის შეუძლია  მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება - იცოდეთ თქვენი უფლებები

0
(განახლებულია 15:02 10.07.2020)
იცოდით,  რომ საქართველოს კანონმდებლობა თქვენს  მეზობელს უფლებას აძლევს,  თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს?

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ შემთხვევები, თუ როდის ანიჭებს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს თქვენი ნაკვეთის გამოყენების უფლებას, ან რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ის აღნიშნული უფლებით.

სამეზობლო სამართალს „სამოქალაქო კოდექსი“ არეგულირებს და  თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.  კანონი, პირველ რიგში,  მეზობლებს ავალდებულებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს, მეორე რიგში კი თმენისკენ მოუწოდებს.

მართალია, კანონი უძრავი ქონების მესაკუთრეებს  გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი შეხედულებისამებრ ვფლობდეთ, ვსარგებლობდეთ და განკარგავდეთ ჩვენს უძრავ ქონებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და ზიანს აყენებს მას.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა გარკვეულწილად ითვალისწინებს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესს და ადგენს მის მიერ აუცილებელი გზის მოთხოვნის შესაძლებლობას.

არის შემთხვევები, როცა მიწის ნაკვეთს არ გააჩნია კომუნიკაციებთან მისასვლელი გზა, როგორიცაა საავტომობილო გზა, წყალმომარაგების ქსელი და ა.შ.. ამ შემთხვევაში, ასეთი ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს აუცილებელი გზა იმ ნაკვეთის მესაკუთრისგან, რომლის ნაკვეთიც უერთდება ზემოაღნიშნულ კომუნიკაციებს.

მოდით, უფრო მარტივად ავხსნათ, როდის აძლევს კანონი უფლებას მეზობელს  თქვენი  მიწის ნაკვეთით ისარგებლოს? თუ მის ნაკვეთს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ

1. საჯარო გზას უკავშირდება მხოლოდ თქვენი მიწის ნაკვეთის მეშვეობით

2. ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან მიერთებისათვის კომუნიკაციებმა აუცილებლად თქვენი მიწის ნაკვეთი უნდა გაიაროს

ამ ორ შემთხვევაში  არ გაქვთ უფლება, მეზობელს აუკრძალოთ თქვენი მიწის ნაკვეთით ამგვარი სარგებლობის უფლება და მას შეუძლია მოგთხოვოთ,  რომ  ითმინოთ თქვენი  მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

თუ მეზობლის ნაკვეთამდე მისასვლელი  გზა  ან გაყვანილობა თქვენს  ნაკვეთზე გადის,  თვქვენ უნდა მოგცენ  შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა  შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

გაითვალისწინეთ, თუ  აუცილებელი გზა ( მიწის ნაკვეთთან სხვა ალტერნატიული მისასვლელი)  ან გაყვანილობა უკვე არსებობდა და იგი მეზობლმა  თვითნებურად გააუქმა,  მაშინ  თმენის ვალდებულება აღარ წარმოიშობა და მეზობელიც, თქვენი ნაკვეთის ხარჯზე, ვეღარ მოითხოვს აუცილებელ გზას.  აქვე გაგაფრთხილებთ, რომ  თვითნებური მოქმედება წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი არსებობა/არარსებობა.

თუ თქვენ უარს   აცხადებთ, ითმინოთ თქვენ მიერ აუცილებელი გზის გადაცემა, მეზობელს შეუძლია,  მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აუცილებელი გზის დადგენა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს აუცილებელი კავშირი სხვადასხვა ობიექტებთან, განმცხადებელს/მოსარჩელეს ეკისრება.

თუმცა, ვიდრე მეზობელს გაანაწყენებდეთ, გაიხსენეთ, რომ  კარგი მეზობელი ცუდ ნათესავს სჯობია და ხშირად ადამიანი გაჭირვების დროს მეზობლების იმედად რჩება.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები