ნინა წკრიალაშვილი

ნინა წკრიალაშვილი: როცა ერთი წელი კოცნაობ მერე საქმე სექსამდე მივიდა

5777
(განახლებულია 18:30 27.06.2020)
ნინა წკრიალაშვილი იხსენებს იმ დროს, როდესაც სიმღერა დაიწყო და როცა 17 წლის ასაკში პირველად გათხოვდა.

 

ნინა წკრიალაშვილი: როცა ერთი წელი კოცნაობ მერე საქმე სექსამდე მივიდა
„როცა სიმღერა დავიწყე და იმდროინდელ ჩემს ფოტოებს ვუყურებ, ეჭვი მეპარება, რომ პოპულარული გარეგნობით გავმხდარიყავი. უბრალოდ პირველი სიმღერა კარგი მქონდა, რომელმაც ყურადღება მიიქცია. გარეგნობას რაც შეეხება, მაშინ ქერა თმა ძალიან ცოტას ჰქონდა და ცოტა უცხო ხილი იყო. ჩემი წონა მაღიზიანებდა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა მქონდა და მერე ესეც მოვაგვარე,“- ამბობს ნინა წკრიალაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ამბობს: „ჩემს გარეგნობაში ცხვირი და ტუჩის ფორმა შევცვალე, ბოლო ორი წელია ტანზე გავიკეთე რაღაც კორექციები. ფორმა არ შევიცვალე - რაც ადრე მქონდა - ის ფორმები დავიბრუნე. ჩემი სხეულის რაღაც ნაწილები აღარ მომწონდა და „ფოტოშოპი გავიკეთე“. ძალიან  ბევრი დღემდე მწერს, რომ ამ ცხვირით ჯეკსონს დაემსგავსეო. მე მომწონს და რომ ვინანო, რა აზრი აქვს?!“

 

5777
მიკროფონი

ჩიმაკაძე: ჯარისკაცები მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში

19
(განახლებულია 14:36 10.07.2020)
გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჩიმაკაძე ავღანეთიდან გადმოყვანილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ საუბრობს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

ჩიმაკაძე: ჯარისკაცები მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში
სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთიდან გადმოყვალია 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც დადასტურებული აქვთ Covid 19-ის დიაგნოზი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ჩივილები არ აქვთ, ისინი მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ; პალატებში, სტაციონარულ მკურნალობაზე მოქმედი პროტოკოლის შესაბამისა“, განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

28 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა. სამხედროები, რომლებიც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მონაწილეობდნენ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

 

19
გიორგი გახარია

გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო

27
(განახლებულია 16:51 10.07.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერი პროგრამის შესახებ საუბრობს.
გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო
„ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას. ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ის რაც დავიწყებულია, ჩვენს შვილებთან, ოჯახთან ერთად თავიდან უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი. როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და ჩამოვლენ ტურისტები, ჩვენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გიდები უნდა ვიყოთ“, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, საქართველოს შესახებ თითოეული მოქალაქე უნდა მოუყვეს უცხოელებს, რომ ხელი შეუწყონ ტურიზმის ფეხზე დადგომას.

27
ქეთევან ქარჩავა

როგორ აქციო ჰობი შემოსავლის წყაროდ: ხავერდის დახვეწილი ჩანთები ქეთევან ქარჩავასგან

0
(განახლებულია 14:45 10.07.2020)
ბევრ ადამიანს აქვს ჰობი, რომელიც ხელსაქმეს უკავშირდება. ზოგს ქარგვა იზიდავს, ზოგს ქსოვა, ზოგს კერვა. ბევრი ხერხებს თავის გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოს.

ქეთევან ქარჩავა პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. ყოველთვის სურდა საკუთარი საქმე ქონოდა. გზა, რომლიც ქალბატონმა ქეთევანმა დიასახლისობიდან დღემდე გაიარა, არ იყო მარტივი. დღეს უკვე საკუთარი ბიზნესი აქვს. ხავერდისგან ულამაზე ჩანთებს ქმნით, რომელსაც თავისივე ხელით, დიდი რუდუნებით ქარგავს.

ქეთევან ქარჩავა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ქეთევან ქარჩავა

- პროფესიით ისტორიკოსი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, ვიყავი უბრალოდ დიასახლისი. ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყავი, რადგან მუდმივად ვცდილობდი შემევსო ის დანაკლისი, რასაც პროფესიულად ვერ რეალიზება იწვევდა. კითხვა მიყვარდა ბავშვობიდან და ბევრს ვკითხულობდი, ვეძებდი სხვადასხვა გატაცებებს, მებაღეობაც კი ვცადე სახლის პირობებში. კერვა, ხატვა, თექაზე მუშაობა, თუმცა ეს გატაცებები ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა ყველა მათგანმა გარკვეული კვალი დატოვა ჩემი გემოვნებისა   და თვითრწმენის ჩამოყალიბებაში.

შვილების გაზრდის მერე უფრო მწვავედ ვიგრძენი, რომ რაღაც  მჭირდებოდა, რაც ჩემს როგორც  დიასახლისის ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდიდა. ამავე დროს სკუთარ თავს დავუმტკიცებდი, რომ ნებისმიერ ასაკში  შესაძლებელია შენი ცხოვრება გახადო უფრო საინტერესო და ნაყოფიერი.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ვინ იყო ადამიანი, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სტიმულს და მოტივაციას გაძლევდათ, გვერდით გედგათ და ყველაზე მეტად გამხნევებდათ?

- მთელი ამ თვითძიების პროცესს ჩემი მეუღლე, ძალიან წარმატებული იურისტი, ინტერესით, ცოტა იუმორით, მაგრამ საკმაოდ გაგებით ეკიდებოდა, რაც არ იყო მარტივი  ამ გადმოსახედიდან. ჩემი ინტერესები და გატაცებები ელვის სისწრაფით იცვლებოდა, რაც საკმაო დისკომფორტს იწვევდა ოჯახში. ჩემი მეუღლეა ის ადამიანი, რომელიც დღემდე მხარს უჭერს ჩემს ყველა წამოწყებას და იდეას. ინსპირაციის წყარო კი ჩემი ქალიშვილია, რომელსაც ბავშობიდან დღემდე  ნებით თუ ძალით ვარგებ ჩემს მიერ შექმნილ სამოსს თუ აქსესუარებს.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამსფეროში?

- დაახლოებით 2015 წელს შევქმენი ონლაინ გვერდი ფეისბუქზე. მაშინ ვმუშაობდი თექაზე, ფაქტიურად ამ დროიდან გარდაიქმნა ჰობი საქმიანობად. მომიწვიეს რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაზე საქართველოში და საზღვარგარეთ, ინტერვიუ მთხოვა რამდენიმე ტელეარხმა, გაიყიდა ბევრი ნამუშევარი, შემომთავაზეს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრობა.  ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც თვითნასწავლ შემოქმედზე. ასევე მინდა ვთქვა, ყველაზე მასტიმულირებელი იყო ადამიანების აღტაცება ჩემს  ნამუშევრებით.  გარკვეული დროის მერე თექის ჩანთაზე ამოქარგვა დავიწყე, ქარგვამ  ძალიან გამიტაცა. შემდეგ ქსოვილზე ვცადე და დღემდე მხოლოდ ქარგვით და კერვით ვარ დაკავებული. გასაკუთრებით ხავერდზე მომწონს ქარგვა, რადგან თვითონ ეს ქსოვილი განსაკუთრებულად ლამაზი და შესახებად სასიამოვნოა.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ხავერდზე მუშაობა რთული არ არის?

- მასზე საკმაოდ რთულია მუშაობა და ესკიზის გადატანა, ამიტომ პირდაპირ ვქარგავ და არასოდეს ვიცი რა იქნება საბოლოო შედეგი, ასე უფრო საინტერესოა ჩემთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, ბებიას უყვარდა  ქარგვა. მახსოვს ბავშვობაში ძალიან ლამაზი საზეიმო კაბა მომიქარგა, მამიდაც ქარგავდა  და კერავს დღემდე, მეც ალბათ მათგან გამომყვა ხელსაქმის სიყვარული.

ხელნაკეთი ჩანთა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთა

- როგორ ფიქრობთ, რით არის თქვენი ჩანთები გამორჩეულო? როგორ დაიპყარით ამდენი ქალბატონის გული?

- ჩემი ჩანთები ვინტაჟური სტილისაა. ასე მგონია მე-19-ე საუკუნის ვიქტორიანული  სული ცოცხლდება მათში. აქ ალბათ გავლენას ახდენს ჩემი სიყვარული ისტორიისადმი. ასევე მიყვარს ბუნება, ყვავილები, ყველაფერი რაც ცოცხალია და სუნთქავს. ვფიქრობ, რაც იზიდავს ქალბატონებს ჩემს მიერ შექმნილ აქსესუარებში არის  ცოტაოდენი რომანტიზმი, ფერთა გამა, ყვავილების  სილამაზე და რა თქმა უნდა ხარისხი.

ასევე მინდა ვთქვა, ყველა ნივთი იქმნება დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით, ყველა მათგანი გამორჩეულია ინდივიდუალიზმით, რადგან არ კეთდება  შაბლონით. მე მათში ვქარგავ ჩემი სულის ნაწილს და ამიტომაც ვფიქრობ ყველა ჩემს მიერ შექმნილი  აქსესუარი ყვება ამბავს. ხანდახან მიჭირს კიდევაც მათთან განშორება.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ყველაზე დიდი მოთხოვნა როგორი სტილის ჩანთებზეა?

- ვერ გეტყვით, რადგან რასაც ვაკეთებ თითქმის ყველაფერი იყიდება. ხანდახან რომელიღაც მოდელის გამეორებას მთხოვენ, თუმცა  იდენტურის გაკეთება შეუძლებელია. ძირითადად მენდობიან  და მაძლევენ შემოქმედებით თავისუფლებას, ასეთი დამკვეთების მიმრთ  საოცრად კეთილგანწყობილი ვხდები და ნამუშევარიც შესაბამისი გამოდის.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ჩანთების გარდა სხვა აქსესუარებასაც ამზადებთ?

- დიახ.  ჩანთების გარდა, ამ ეტაპზე ვაკეთებ მოქარგულ გულსაკიდებს, საყელოებს, თმის რკალებს, ყაბალახებს და შარფებს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა მომხმარებელს ვპირდები საინტერესო და ხარისხიან ნამუშევრებს. ზოგადად, გადაწყვეტილებებს სწრაფად  ვიღებ.  ცვლილებები  არ მაშინებს.  ამ ეტაპზე, ვმუშაობ ინტერნეტ გაყიდვების გაზრდაზე და ამიტომაც ვგეგმავ სოციალურ ქსელებში მეტად გააქტიურებას. ასევე, ჩემი სამომავლო გეგმაა უცხოეთის ბაზარზე ნამუშევრების გატანა.

0