საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია, ვერ თანხმდებიან ვერაფერზე

60
(განახლებულია 20:39 24.06.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესახებ საუბრობს.
კობახიძე: ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია, ვერ თანხმდებიან ვერაფერზე
„ისინი პირდაპირ და უხეშად არღვევენ 8 მარტის შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, მათ ნაბიჯებს არ აქვს გამართლება და ეს არის პირდაპირ უდიერი დამოკიდებულების გამოხატვა ელჩების მიმართ. მათ შელახული აქვთ რეპუტაცია და იმიჯი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, არაფერს ვამბობ ქართულ საზოგადოებაზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ოპოზიცია იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რაც სწორედ მათი თხოვნით დაიწყო, თვითონ არის დაინტერესებული მხარე და თვითონ არ იღებს შესაბამის კენჭისყრაში მონაწილეობას.

60
კახა კალაძე

კახა კალაძე: ვიწყებთ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას

35
(განახლებულია 16:33 13.07.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგირო პროექტების განხორციელების გეგმაზე საუბრობს
კახა კალაძე: ვიწყებთ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას
„სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგიროების პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. პირველი, რომელიც ამ ორიდან განხორციელდება, ეს არის სამგორი-ვაზისუბნის პროექტი, აქ უკვე თანხები გამოყოფილია, დაახლოებით 30 მილიონ ევროზე არის საუბარი. მინდა, საფრანგეთის „განვითარების ფონდს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს. რაც არსებითად გააუმჯობესებს მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას“ - განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერის განმარტებით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგირო ხაზები, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს.

35
მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია

58
(განახლებულია 16:56 13.07.2020)
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია
„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ ცხრიდან ხუთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ჩვენს ცენტრში დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. სამივეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტებთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

58
ბავშვები შადრევანში

როგორ  დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

0
(განახლებულია 16:03 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატაბა 32 გრადუსს საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები, ასე ვთქვათ უნდა იყოს მიღებული  ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი, ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ყოფნა, ღია სივრცეში არ არის მისაღები.

რაც შეეხება, თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეაძლოა დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ იმისთვის, რომ წესები იყოს დაცული. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ კი 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსი, ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისაგან, როდესაც პირიქით ჯობია დავხურთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ კი რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მითუმეტეს საქართველოში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და  სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინარული წყლები გაახლავთ საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ სითხე იყოს შენარჩუნებული ორგანიზმში და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ. ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის გახლავთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე