მიკროფონი

ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსზე: საქმე გვაქვს მართვად პანდემიასთან

191
(განახლებულია 15:59 23.06.2020)
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის  ფონზე საქართველო ჯერჯერობით წყნარად ვითარდება, მიაჩნია იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.
ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსზე: საქმე გვაქვს მართვად პანდემიასთან
„შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს მართვად პანდემიასთან, ამიტომ თუ თითოეული მოქალაქე უხეშ შეცდომას არ დაუშვებს და ამით არ მივცემთ საბაბს ვირუსული ინფექციას, რომ აგრესიულად გავრცელდეს და ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს, ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ საქართველოში კორონავირუსის აფეთქება მოხდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 911 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 768 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

191
კახა კალაძე

კახა კალაძე: ვიწყებთ სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას

72
(განახლებულია 20:22 13.07.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორი–ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი–ზღვისუბნის საბაგირო პროექტების განხორციელების გეგმაზე საუბრობს.
კახა კალაძე: ვიწყებთ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას
„სამგორი–ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი–ზღვისუბნის საბაგიროების პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. პირველი, რომელიც ამ ორიდან განხორციელდება, ეს არის სამგორი–ვაზისუბნის პროექტი. აქ უკვე თანხები გამოყოფილია, დაახლოებით 30 მილიონ ევროზე არის საუბარი. მინდა საფრანგეთის „განვითარების ფონდს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს მეტროს სადგურ „სამგორთან“ დააკავშირებს, რაც არსებითად გააუმჯობესებს მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სარაჯიშვილი–ზღვისუბნის საბაგირო ხაზი მეტროს სადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის დასახლებასთან დააკავშირებს.

72
მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია

68
(განახლებულია 16:56 13.07.2020)
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია
„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ ცხრიდან ხუთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ჩვენს ცენტრში დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. სამივეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტებთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

68
ქალი

შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

0
(განახლებულია 16:21 13.07.2020)
მოდა იცვლება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ახალი კოლექცია, მათ შორის მაინც შეიძლება იმ განსაკუთრებული ჩანთის პოვნა, რომელზეც ქალი იტყვის „საჩემოა“

ჩანთა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია ქალის გარდერობში და გარდა იმისა, რომ მას აუცილებელი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ის ასევე ხაზს უსვამს ადამიანის ინდივიდუალობასა და ხასიათს.

როგორი ჩანთა შეეფერება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებს, როგორს ანიჭებენ ისინი უპირატესობას – ამის შესახებ გაეცანით ექსპერტების მოსაზრებას.

ვერძი

ვერძი ავანტიურისტია თავისი ბუნებით. ხანდახან ძნელად განსაჭვრეტია, რით დამთავრდება საღამო და საით წაიყვანს მას მოვლენების მთელი რიგი. ამ ნიშნის ქალებს ყველაზე მეტად ტევადი ჩანთა მიესადაგება, სადაც მოათავსებენ კბილის ჯაგრისს, ფეხსაცმელს, თმის ლაქს და საყვარელი სუნამოს ფლაკონს. ვერძების ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე, ამიტომ ნუ გაიფუჭებთ განწყობას პატარა ჩანთით.

კურო

კუროებმა აქცენტი დეტალებზე უნდა გააკეთოთ. თუ რესტორანში ან წვეულებაზე მიდიხართ, შავი პატარა ჩანთა დაგჭირდებათ. თუ შოპინგზე მეგობართან ერთად – დიდი ჩანთა, რომელსაც თავისი „ეშხი“ ექნება – განსაკუთრებული ფერი ან ორნამენტი. მთავარია, რომ შინაგანად გრძნობდეთ, რომ ნივთი უნიკალურია, საინტერესო და გარშემომყოფების ყურადღებას იპყრობს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ტყუპი

ტყუპებმა ბოლომდე თავადაც არ იცით, რა გსურთ. მიზეზი მარტივია: ერთი მხრივ, თქვენში მოკრძალებული ნატურა ცხოვრობს, რომელიც მოდის ბოლო ტენდენციებს მისდევს, ხოლო მეორე მხრივ – მეამბოხე, რომელსაც თვითგამოხატვის სურვილი არ ასვენებს. თქვენი ხასიათის გათვალისწინებით შეარჩიეთ ორფერიანი ჩანთები. თქვენი განწყობის ცვალებადობის მიუხედავად, არის შანსი, რომ ჩანთის ფერი გაგახარებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები არ ჩქარობთ, რომ თითოეული ადამიანის წინაშე გული გახსნათ – ეს თქვენთვის საინტერესო არაა. თუმცა ნივთების საშუალებით თავის წარმოდგენა გიყვართ. საჭიროა არაა, ეს რამე მყვირალა და ორიგინალური იყოს, უფრო დახვეწილი, ნატიფი და უჩვეულო იქნება. მაგალითად, საშუალო ზომის „დუტის“ ჩანთა.

ლომი

ლომებს ყურადღების გარეშე ყოფნა არ შეგიძლიათ, ამიტომ ყველაფერს აკეთებთ, რომ ყურადღება მიიქციოთ, მათ შორის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებით. მოგიხდებათ ლითონით დამშვენებული კაშკაშა ფერის ჩანთები. ეს გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული

ქალწულები, თუ არ მოგწონთ, მოდის გამო ჩანთას არ იყიდით – უფრო საკუთარ თავს მოუსმენთ და რამე უნივერსალურს, საიმედოს და ვინტაჟურსაც კი შეარჩევთ. ჩანთის ფერი ისეთი იქნება, რომ ნებისმიერ სამოსს მოუხდეს, ზომა კი – იმაზე დამოკიდებული, თუ რა მიზნით ყიდულობთ მას.

სასწორი

ზოდიაოქს ნიშანი თვითონ მეტყველებს ყველაფერზე – სასწორები დიდხანს წონიან დასკვნებს, სანამ არჩევანს გააკეთებენ. ამასთან, გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელია ხოლმე. მაგალითად, თუ არჩევენ ჩანთას – წითელი აიღონ თუ ნაცრისფერი, უეცრად თვალს მოჰკრავენ დამაჯერებლი ზომის ჩანთა–საქაღალდეს და არჩევანს მასზე აჩერებენ. აქ წინასწარ ვერასდროს გამოიცნობთ. უბრალოდ, მოუსმინეთ საკუთარ თავს.

მორიელი

მორიელის გარდერობში იდეალურად ჩაეწერება რთული შეფერილობის ჩანთა აქტუალური პალიტრიდან. ეს შეიძლება იყოს ტყავის ან ზამშის ჩანთა, ოღონდ უნიკალური და თავისი საოცარი პეწით. ასეთი ჩანთების შეხამება სხვადასხვა სტილის ნივთებთან შეიძლება. თუმცა, მორიელები თავადაც შესანიშნავად ერკვევიან ამაში – გემოვნების „დეფიციტი“ არა აქვთ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ორიგინალური ნივთები უყვართ, მათ შორის სხვადასხვა მორთულობა. გამონაკლისი არც ჩანთაა. ფერი და ზომა სხვადასხვა შეიძლება იყოს, მთავარია, რომ ხაზი გაუსვას თქვენს ორიგინალობასა და გადმოსცეს განუმეორებელი გემოვნება.

თხის რქა

თხის რქები ყველაფერში პრაქტიკულობას აფასებენ: ს ეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, ისე ნივთების შერჩევას. ამ ნიშნისთვის იდეალური ვარიანტია ნატურალური ტყავის ჩანთა. ჯერ ერთი, დიდხანს ძლებს, მეორეც – ყოველთვის მოდური და ესთეტიკურია.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექსპერიმენტებისა არ ეშინიათ. მათ „არსენალში“ შეიძლება შეგხვდეთ ნოუთბუქისთვის განკუთვნილი ან მყვირალა ლიმონისფერი ჩანთა, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივს ვერაფერს აღმოაჩენთ. განაგრძეთ ექსპერიმენტების ჩატარება და ირგვლივ მყოფთა გაოცება.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები

თევზები არ უშინდებიან სიახლეებს და ამიტომ ადვილად შეუძლიათ რამე მოულოდნელი, უჩვეულო მოსინჯონ, მაგალითად, კასრის ფორმის ჩანთა – ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ამ ნიშნის ქალებისთვის.

0