ქასრაშვილი: გამოძიება ცდილობს დაადასტუროს ის, რაც იყო, მაგრამ ჯერ არაფერი არ არის

გამოწერა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მცხეთაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით საუბრობს მისი ადვოკატი მზია ქასრაშვილი.
ქასრაშვილი: გამოძება ცდილობს დაადასტუროს ის, რაც იყო, მაგრამ ჯერ არაფერი არ არის
„კონფლიქტი, რა თქმა უნდა, მოხდა. კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. მაგრამ ეს ბავშვი სად წავიდა და როგორ წავიდა, არავინ იცის. ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა მეორე ჯგუფს. იქ იყო ძალიან ბევრი ხალხი, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ცდილობს გამოძიება დაადასტუროს ის, რაც იყო, მაგრამ ჯერ არაფერი არ არის. აიღეს ნერწყვის ნიმუში და ანაბეჭდები“, – განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0