გიორგი გახარია

გახარია: პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებისთვის საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა

216
(განახლებულია 21:24 22.06.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
გახარია: პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებისთვის საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა – ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა კვირას რიგგარეშე სხდომაზე კენჭი პირველი მოსმენით უყარა, კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა დეპუტატმა ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა.

216
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უნდა დავეხმაროთ

56
(განახლებულია 19:28 09.07.2020)
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გახარია: ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება 13 ივლისიდან იქნება ნებადართული
„13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ყოველთვის უნდა დავეხმაროთ.

56
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: ჩემი რჩევაა წინასაარჩევნო კამპანიები ჩატარდეს ღია სივრცეებში

47
(განახლებულია 15:28 09.07.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანიების დროს დისტანციის დაცვაზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე: ჩემი რჩევაა, წინასაარჩევნო კამპანიები ჩატარდეს ღია სივრცეებში
„პირადად მე, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩართული ვიყავი პროცესში. ამჟამად ბევრი კანონქვემდებარე აქტი მუშავდება. ზოგადი რეკომენდაციები იქნება იგივე, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ – დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იგივე პირბადის გამოყენება და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. თუ გარკვეული თავშეყრა იქნება, იქ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება პირბადეების ხმარება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი ახლა მუშავდება და, ალბათ, გამოცხადდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
47
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86400
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86400
თემები:
COVID-19 საქართველოში