ავთანდილ კურდღელაძე

ავთანდილ კურდღელაძე: კორონას პრევენციისთვის შევქმენი პრეპარატი

92
(განახლებულია 19:16 19.06.2020)
ავთანდილ კურდღელაძე საუბრობს მის მიერ შექმნილ პრეპარატზე, სხვა პრეპარატებზე და ზოგადად საქართველოს ნიადაგებზე არსებული მცენარეების სამკურნალო თვისებებზე.
ავთანდილ კურდღელაძე: კორონას პრევენციისთვის შევქმენი პრეპარატი
„პრეპარატი, სახელად „კორვირანტი“, რომელიც კორონას პრევენციისთვის შევქმენი, ჯერჯერობით არც ერთ აფთიაქში არაა შეტანილი. წამლის გამოსაცდელად დიდი თანხაა საჭირო, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ ამის უფლებას არ იძლევიან. გარდა „კორვირანტისა“, რომელიც პრევენციისთვის გამოვიგონე, არის კიდევ პრეპარატი „ანტიკორი“ და სადეზინფექციო ხსნარი „ვარაზი“. ეს დეზინფექციისთვის შექმნილი მცენარეული საშუალებაა”, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ავთანდილ კურდღელაძემ.

ბიოლოგმა ავთანდილ კურდღელაძემ განაცხადა: „სულ 36 პრეპარატი მაქვს გამოგონებული. რომ გავიგო მაწყენს თუ მარგებს, მათ პირველად საკუთარ თავზე ვცდი ხოლმე, რათა დავრწმუნდე, რომ ისინი ალერგიული და ტოქსიკური არ არის. აქამდე რომელი წამალიც შევქმენი, ყველამ გაამართლა. მსოფლიოში სულ 15 ტიპის ნიადაგია, აქედან საქართველოში 12 ტიპის ნიადაგია, ამდენი არც ერთ ქვეყანაში არ არის. ამასთან კლიმატური პირობები და გეოგრაფიული მდებარეობაც ისეთი აქვს საქართველოს, რომ აქ არსებული მცენარეების სამკურნალო ეფექტი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე იმავე მცენარეებისა სხვა ქვეყანაში“.

 

92
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია

კაკულია: აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს

36
(განახლებულია 16:43 15.07.2020)
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სტამბულში აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას ეხმიანება.
კაკულია: აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს
„თურქები ყოველთვის ცდილობდნენ, ისევ მეჩეთად გადაექციათ აია სოფია – ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი. მაგრამ მათი მცდელობები არასდროს არ მთავრდებოდა სიკეთით... და ვხედავ, ახლაც ასე მოხდება. წმიდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ ქრისტიანული ჯვარია დავანებული და ის ენერგეტიკა ტრიალებს, რომელიც პირდაპირ კოსმოსიდან მოდის. ამიტომ ეს ნაბიჯი — აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს“, - ამბობს კაკულია.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი შეეცვალა და მეჩეთად გადაკეთდა.

 

36
გივი სიხარულიძე

სიხარულიძე: როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან

107
(განახლებულია 19:01 14.07.2020)
ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე თავისი გარდაცვლილი მეუღლის რუსუდან ჭოჭუას შესახებ საუბრობს.
სიხარულიძე: როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან
„მილიონერის შვილი იყო, ყველაზე მდიდარი კაცის. მისი არც მამა მიყვარდა და არც დედა. მის ოჯახში არავის არ ვუნდოდი. ჩემი სიმამრი თავის შვილს მეცნიერებს და დოქტორებს ურიგებდა, თუმცა რუსუდანმა ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და ჩემთან გამოიქცა. იმან იცოდა ვინც ვიყავი და ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი. მერე, როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან“, – იხსენებს გივი სიხარულიძე.

მსახიობის თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავს მისცა პირობა, რომ მისი ერთგული დარჩებოდა და ცოლს არასოდეს მოიყვანდა. ამის მერე არასოდეს უფიქრია დაოჯახებაზე.

107
ნაგვის გადავსებული ურნა

ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს

0
(განახლებულია 15:36 15.07.2020)
ქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გარემოს დაბინძურებას საშიში სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენებით

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით ფიზიკური პირებისთვის 25–ჯერ და იურიდიული პირებისთვის ათჯერ გაიზარდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ჯარიმები იწერება, გარემოს დაბინძურება მაინც გრძელდება. ამიტომ თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მოიწონა. ახლა ჯარიმების თანხები დამაჯერებლად გაიზრდება.

საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები გაიზრდება>>

მერის განცხადებით, დაწყებულია ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი – პარკები, სკვერები, საქალაქო პარკების რეაბილიტაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. მისი თქმით, ქალაქში სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები.

„სამედიცინო ნარჩენები ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა. ინერტული მასალები როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ბევრი ჯარიმა გამოიწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის შვება იყო. ეს ადამიანები უპრობლემოდ იხდიდნენ ჯარიმას, გრძელდებოდა ამ ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, უბნებში“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის იზრდება 25–ჯერ, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10–ჯერ. სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში სანქციები როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ათჯერ გაიზარდა.

კალაძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გამოსწორება, რაც საზოგადოების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.

„სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში, ფიზიკური პირი, ნაცვლად 500 ლარისა, დაჯარიმდება 5 000 ლარით, იურიდიული პირი  – 1000 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევებს, ფიზიკური პირი, რომელიც 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი, 1500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 15 000 ლარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა. ეს მიმართულება მერიის მუშაობის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახდება.

0
თემები:
თბილისის მერია