ცერცვაძე: მოსახლეობამ ეს არ უნდა გამოიყენოს ბოროტად

© photo: Tengiz Tsertsvadze / FBთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
ცერცვაძე: მოსახლეობამ ეს არ უნდა გამოიყენოს ბოროტად
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის პირველი ტალღის ბოლო ნარჩენები. მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა. თუმცა შესაძლებელია პირველი ტალღა ისე გადავიდეს მეორეში, რომ მათ შორის სერიოზული წყვეტა არც იყოს. საქართველოში დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი ახალი შემთხვევების. მოსახლეობამ ეს არ უნდა გამოიყენოს ბოროტად. ის შეზღუდვები, რაც რეკომენდებულია ახალი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, უნდა დაიცვან ნებაყოფლობით“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე დაბალია, თუმცა მოსხლეობამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

ყველა ახალი ამბავი
0