კახა კალაძე

კალაძე: ველოსიპედების გადასატანად ავტობუსებზე სპეციალური სამაგრები დამონტაჟდება

49
(განახლებულია 19:18 17.06.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება თბილისში ველოსიპედების გადატანა შესაძლებელი.
კალაძე: ველოსიპედების გადასატანად ავტობუსებზე სპეციალური სამაგრები დამონტაჟდება
„ზოგადად, ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება ქალაქში. ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები. ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, რომ ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც წინ ან უკან უდგება შესაბამისი სამაგრები“, – ამბობს კახა კალაძე.

მერის თქმით, ადამიანი, ვინც ველოსიპედითაა, ავტობუსზე დაამაგრებს საკუთარ ველოსიპედს, ავა ავტობუსში და ასე შეძლებს გადაადგილებას.

49
გივი სიხარულიძე

სიხარულიძე: როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან

89
(განახლებულია 19:01 14.07.2020)
ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე თავისი გარდაცვლილი მეუღლის რუსუდან ჭოჭუას შესახებ საუბრობს.
სიხარულიძე: როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან
„მილიონერის შვილი იყო, ყველაზე მდიდარი კაცის. მისი არც მამა მიყვარდა და არც დედა. მის ოჯახში არავის არ ვუნდოდი. ჩემი სიმამრი თავის შვილს მეცნიერებს და დოქტორებს ურიგებდა, თუმცა რუსუდანმა ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და ჩემთან გამოიქცა. იმან იცოდა ვინც ვიყავი და ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი. მერე, როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან“, – იხსენებს გივი სიხარულიძე.

მსახიობის თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავს მისცა პირობა, რომ მისი ერთგული დარჩებოდა და ცოლს არასოდეს მოიყვანდა. ამის მერე არასოდეს უფიქრია დაოჯახებაზე.

89
დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, რაში სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება კორონოვირუსის მართვას

44
(განახლებულია 18:32 14.07.2020)
პარლამენტს შეუძლია მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვების შემოღების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუგრძელოს. დეპუტატები ისევ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებებზე მსჯელობენ.
დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა რაში სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება კორონოვირუსის მეორე ტალღის მართვას
„იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ვრჩებით პანდემიის რეჟიმში, და როგორ ექსპერტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია COVID ვირუსის მეორე, უფრო მძიმე ტალღა, საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტები – ისევე წარმატებით მართოს კრიზისი, როგორც ეს იყო აქამდე. ამიტომ შემოგვაქვს კანონი, რომელსაც ძალა ექნება წლის ბოლომდე, ხოლო ხელისუფლებას – საშუალება, რომ კრიზისი მართოს სწორად, ეფექტურად და დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობას უფლება აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პანდემიის ან გართულებული ეპიდსიტუაციის პერიოდში ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე საჯარო უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით შემოიღოს შეზღუდვები ან რეგულირების ისეთი წესები, რომლებიც განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისგან.

44
კიკვიძის პარკი

თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

0
პარში მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების განახლებული პარკი (კიკვიძის) გაიხსნა, იუწყება მერიის ვებგვერდი.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 ათას 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 ათას 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ 500 ათასი ლარი გამოიყო.

0
თემები:
თბილისის მერია