გახარია: ჩვენს ოპოზიციას ხანდახან ავიწყდება, რომ ისიც ხელისუფლების ნაწილია

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ პოლიტიკური კულტურა ხშირად არ ჰყოფნით.
გახარია: ჩვენს ოპოზიციას ხანდახან ავიწყდება, რომ ისიც ხელისუფლების ნაწილია
„ჩვენი ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცებს აკეთებს, ხვდებიან, რომ ქვეყანას აზიანებენ, მაგრამ იმხელა სურვილია ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ამაზეც თვალს ხუჭავენ. ჩვენი ამომრჩეველი ამასაც თავის ადგილს მიუჩენს. „ქართული ოცნების“ ესთეტიკა ცოტა სხვაა, ის ცოტა უფრო მეტი ზრუნვაა ქვეყანაზე, რომ ქვეყნის ინტერესი არ დავაზიანოთ“, – ამბობს გიორგი გახარია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას ხანდახან ავიწყდება, რომ ისიც ხელისუფლების ნაწილია და, როგორც ხელისუფლების ნაწილს, თავისი პასუხისმგებლობები აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0