ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსი ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს

გამოწერა
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოუწოდებს მოსახლეობას, არ მოდუნდნენ და დაიცვან კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შემოღებული წესები.
ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსი ჯერ -ჯერობით წასვლას არსად არ აპირებს
„კორონაინფექცია ჯერჯერობით წასვლას არსად არ აპირებს. ამას ჩვენც ვხედავთ და ეს ბევრი ქვეყნის მაგალითზეც ჩანს. ინფექციის მიმართ ყურადღებას როგორც კი მოადუნებ და ბუნებრივი გავრცელების საშუალებას მისცემ, ის აუცილებლად სწრაფად დააავადებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების მოწყვლადი ფენა – ქრონიკულად დაავადებული ადამიანები და, განსაკუთრებით, ხანდაზმული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ემსხვერპლება ამ ინფექციას“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 837-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 303 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0