ლოლა წერეთელი

წერეთელი: აქტიურად აჩვენებს საზოგადოებას იმ ქალს, რომელმაც ჩემი ოჯახი დაანგრია

163
(განახლებულია 20:40 11.06.2020)
საქართველოში ცნობილი და პოპულარული სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი ყოფილ მეუღლეზე გიორგი წერეთელზე საუბრობს.
წერეთელი: აქტიურად აჩვენებს საზოგადოებას იმ ქალს, რომელმაც ჩემი ოჯახი დაანგრია
„იმხელა დრო გავიდა, უკვე აღარ მიყვარს. რომც მიყვარდეს, რა არის ჩემი სიყვარულის აზრი? აღარ ვარ იმ ასაკში, რომ მის დაბრუნებაზე ვიფიქრო. ისე, აქტიურად აჩვენებს საზოგადოებას იმ ქალს, რომელმაც ჩემი ოჯახი დაანგრია... საერთოდ არ მინდა მაგ ქალზე საუბარი“, – განაცხადა ლოლა წერეთელმა.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს, ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინგრა.

 

163
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია

კაკულია: აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს

64
(განახლებულია 16:43 15.07.2020)
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სტამბულში აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას ეხმიანება.
კაკულია: აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს
„თურქები ყოველთვის ცდილობდნენ, ისევ მეჩეთად გადაექციათ აია სოფია – ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი. მაგრამ მათი მცდელობები არასდროს არ მთავრდებოდა სიკეთით... და ვხედავ, ახლაც ასე მოხდება. წმიდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ ქრისტიანული ჯვარია დავანებული და ის ენერგეტიკა ტრიალებს, რომელიც პირდაპირ კოსმოსიდან მოდის. ამიტომ ეს ნაბიჯი — აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს“, - ამბობს კაკულია.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი შეეცვალა და მეჩეთად გადაკეთდა.

 

64
გივი სიხარულიძე

სიხარულიძე: როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან

107
(განახლებულია 19:01 14.07.2020)
ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე თავისი გარდაცვლილი მეუღლის რუსუდან ჭოჭუას შესახებ საუბრობს.
სიხარულიძე: როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან
„მილიონერის შვილი იყო, ყველაზე მდიდარი კაცის. მისი არც მამა მიყვარდა და არც დედა. მის ოჯახში არავის არ ვუნდოდი. ჩემი სიმამრი თავის შვილს მეცნიერებს და დოქტორებს ურიგებდა, თუმცა რუსუდანმა ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და ჩემთან გამოიქცა. იმან იცოდა ვინც ვიყავი და ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი. მერე, როცა ცხოვრებაზე გავიმარჯვე და გავხდი მაგარი, სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან“, – იხსენებს გივი სიხარულიძე.

მსახიობის თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავს მისცა პირობა, რომ მისი ერთგული დარჩებოდა და ცოლს არასოდეს მოიყვანდა. ამის მერე არასოდეს უფიქრია დაოჯახებაზე.

107
ნინო ლომჯარია

როგორ ესმის ვაჟკაცობა და ძველბიჭობა პრეზიდენტს: რას უწუნებს ომბუდსმენი ზურაშვილს

0
(განახლებულია 16:22 15.07.2020)
პირველმა პირებმა არ უნდა მოახდინონ ძალადობის რომანტიზება - საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განაცხადა ნინო ლომჯარიამ

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გამო, კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა.

ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ აღმოჩდა უხერხულ ვითარებაში. ამჯერად მისმა განცხადებამ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უკმაყოფილება გამოიწვია.

„ვაჟკაცობა მესმის, როდესაც ჩხუბი ერთი ერთზე მიდის. მე არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი ვაჟკაცობის შესახებ. ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. დიდი ვაჟკაცობაა ბრალის აღიარება, კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა კი მონანიებაა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ომბუდსმენი აღაშფოთა ფრაზამ, რომელიც „ერთი ერთზე" ჩხუბს ამართლებს.

„ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის ძალადობა და დანაშაული", - განაცხადა ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით, ზურაბიშვილის სიტყვების აღქმა შეიძლება ისე, რომ თითქოს საქართველოში „ერთი ერთზე" ჩხუბი მისაღები და ტრადიციულია.

„არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება... ეს მსოფლმხედველობა უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ომჯარიამ.

ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ქვეყნისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა გახდა.

2017 წლის დეკემბერში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ორი მოსწავლის სიკვდილით დამთავრდა, სასამართლო პროცესი კი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე რეზონანსული გახდა.

მიმდინარე ზაფხულში საქართველო ახალმა ტრაგედიამ შეძრა. 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა - იგი 18 ივლისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეეულებაზე იმყოფებოდა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: უშუალოდ მკვლელობას, რომლის დამტკიცებას ახლა ცდილობს გამოძიება, და უკვე დადგენილ ფაქტებს - ცემას, ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი.

0