ნათია თურნავა

ნათია თურნავა: სახელფასო ბიუჯეტი 60 პროცენტით არის შემცირებული

73
(განახლებულია 20:16 09.06.2020)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რაზე მოუწევთ უარის თქმა საჯარო მოხელეებს – ქვეყნის ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით.
ნათია თურნავა: სახელფასო ბიუჯეტი 60 პროცენტით არის შემცირებული
„60 პროცენტით არის შემცირებული სახელფასო ბიუჯეტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გარდა ამისა,  პრაქტიკულად არ ფინანსდება მივლინებები, გარდა მწვავე აუცილებლობისა, შესყიდვები სხვადასხვა მიმართულებით, გაუმჯობესებები, ეს ყველაფერი ამოღებულია ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ასე სწორია. როდესაც ქვეყანას უჭირს, ჩვენ, საჯარო მოხელეებმა უნდა ვაჩვენოთ ამის მაგალითი“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ანტიკრიზისული ბიუჯეტი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე წარადგინა.

73
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უნდა დავეხმაროთ

57
(განახლებულია 19:28 09.07.2020)
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გახარია: ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება 13 ივლისიდან იქნება ნებადართული
„13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ყოველთვის უნდა დავეხმაროთ.

57
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: ჩემი რჩევაა წინასაარჩევნო კამპანიები ჩატარდეს ღია სივრცეებში

48
(განახლებულია 15:28 09.07.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანიების დროს დისტანციის დაცვაზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე: ჩემი რჩევაა, წინასაარჩევნო კამპანიები ჩატარდეს ღია სივრცეებში
„პირადად მე, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩართული ვიყავი პროცესში. ამჟამად ბევრი კანონქვემდებარე აქტი მუშავდება. ზოგადი რეკომენდაციები იქნება იგივე, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ – დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იგივე პირბადის გამოყენება და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. თუ გარკვეული თავშეყრა იქნება, იქ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება პირბადეების ხმარება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი ახლა მუშავდება და, ალბათ, გამოცხადდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
48
კანიე უესტი

პირველი ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: კანიე უესტი ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 09:50 10.07.2020)
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო არჩევნებშო მონაწილეობის მისაღებად პირველი ნაბიჯი გადადგა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო კამპანია იმით დაიწყო, რომ თავად დარეგისტრირდა ამომრჩეველთა სიაში. უსეტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე გამოაქვეყნა დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო, რომელზეც სარეგისტრაციო ოფისში მისი ვიზიტია აღბეჭდილი.

​„მე მინდა ყველას განახოთ, რამდენად მარტივია ხმის მიცემა“, — ამბობს რეპერი.

ვიდეოში ის ხსნის, რა წერია სარეგისტრაციო ანკეტაში: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ავტომობილის მართვის მოწმობის მონაცემები — რომელიც აშშ–ში პიროვენბის სტანდარტულ მოწმობად გამოიყენება, სქესი, ტელეფონი, მისამართი, მონაცემები პოლიტიკური კუთვნილების შესახებ.

უესტის განმარტებით, ანკეტა ასევე შეიცავს გრაფას, სადაც საჭიროა ხელმოწერა ამომრჩევლის ფიცზე.

კადრებზე ასევე დაფიქსირებულია რეპერის საუბარი ოფისისი თანამშრომელთან, რომელიც მუსიკოსს პასუხობს შეკითხვაზე, რატომ ვერ აძლევს ხმას ბევრი მსჯავრდებული.

მანამდე კანიე უესტმა გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს