Премьер-министр Грузии Георгий Гахария

გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სწრაფ აღდგენას

65
(განახლებულია 17:02 09.06.2020)
საქართველოს მთავრობა 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მინუს 4 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის დოკუმენტის პრეზენტაციაზე.
გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სწრაფ აღდგენას
„ბიუჯეტის ის პარამეტრები, რაც აქ იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ასევე არის შეთანხმებული სავალუტო ფონდთან. ამ  პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას მინუს 4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მლრდ ლარი. ბიუჯეტში შემცირდება ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები დაახლოებით 600 მლნ ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი. ეს არის ძირითადი პარამეტრები ბიუჯეტის, რომელზეც დღეს ფინანსთა სამინისტრო ისაუბრებს და წარმოგვიდგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამავე დროს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შეძლებს სწრაფ აღდგენას.

გიორგი გახარიამ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება.

65
კახა კალაძე

კახა კალაძე: ვიწყებთ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას

8
(განახლებულია 16:33 13.07.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგირო პროექტების განხორციელების გეგმაზე საუბრობს
კახა კალაძე: ვიწყებთ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას
„სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგიროების პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. პირველი, რომელიც ამ ორიდან განხორციელდება, ეს არის სამგორი-ვაზისუბნის პროექტი, აქ უკვე თანხები გამოყოფილია, დაახლოებით 30 მილიონ ევროზე არის საუბარი. მინდა, საფრანგეთის „განვითარების ფონდს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს. რაც არსებითად გააუმჯობესებს მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას“ - განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერის განმარტებით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგირო ხაზები, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს.

8
მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია

54
(განახლებულია 16:56 13.07.2020)
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია
„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ ცხრიდან ხუთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ჩვენს ცენტრში დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. სამივეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტებთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

54