კახა კალაძე

კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

67
(განახლებულია 18:44 29.05.2020)
რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს.
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეიდან იწყებს მუშაობას. ყველა მოთხოვნა, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, შესრულდება. ვიდრე ავტობუსები ხაზზე გავლენ, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება. გარდა ამისა, როგორც გვითხრეს, არ შეიძლება კონდიცირება მუშაობდეს, უნდა იყოს ფანჯრები ღია და ასე უნდა ნიავდებოდეს. ჩვენ ყველა მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, და აუცილებლობაა პირბადით შესვლა როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსში და მეტროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. მეტროში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრული პოლიცია გააკონტროლებს.

 

67
მიკროფონი

სოფო გორგოძე: აბიტურიენტები სექტორებში შესვლის წინ გაივლიან დეზობარიერს და თერმოსკრინინგს

28
(განახლებულია 19:23 06.07.2020)
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე საუბრობს იმ ეტაპებზე, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა გაიაროს საგამოცდო ცენტრში შესვლამდე.
სოფო გორგოძე: აბიტურიენტები სექტორებში შესვლის წინ, გაივლიან დეზობარიერს და თერმოსკრინინგს
„დილის 08:00 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი და უკვე 08:00 საათიდან მობრძანდნენ აბიტურიენტები. ისინი პირველ რიგში განთავსდებიან დისტანციის დაცვით ეზოში, შემდეგ ეტაპობრივად გადავლენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ, რა თქმა უნდა, გაივლიან დეზობარიერს, თერმოსკრინინგს და ამის შემდეგ მოხდება მათი შემოწმება დაცვის პოლიციის მიერ, რომ არ შეყვეთ რომელიმე ნივთი, რომელიც არ არის დაშვებული. 09:00 საათზე დაიწყება გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში. სტატისტიკას მოგაწვდით მოგვიანებით“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძის განმარტებით, მიმდინარე კვირაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები ჩატარდება.

28
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს

64
(განახლებულია 17:25 06.07.2020)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა.
ზურაბიშვილი: ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენ მომავალს განაპირობებს
„მინდა მივულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს, და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა, მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია იმისთვის, რომ ამ პირობებში მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და, მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს, ყველას მომავალს და, პირველ რიგში, მათ მომავალს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი დღევანდელი აბიტურიენტების ხელშია.

64
მეხანძრე

ზუგდიდის რაიონში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 13:07 07.07.2020)
ხანძარი დილის 4 საათზე გაჩნდა. როგორც ჩანს, 60 წლის მამაკაცს ეძინა და ცეცხლიდან გამოსვლა დროულად ვერ შეძლო

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ხანძრის გამო მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიღუპა. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ხანძარს გადაურჩა მამაკაცის დედა, რომელიც ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში