გამყრელიძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენ ირგვლივ სერიოზული ეპიდემიაა

© photo: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) / FBГлава Национального центра контроля заболеваний Амиран Гамкрелидзе
Глава Национального центра контроля заболеваний Амиран Гамкрелидзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ სერიოზული ეპიდემიაა
„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, ეს იქნება ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ჩვენი უშუალო მეზობლები – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ სომხეთი, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა. ყველგან მზარდი ეპიდემიაა თურქეთის გარდა, სადაც ეპიდტალღა ოდნავ ქვევით წავიდა. დანარჩენ ქვეყნებში კი აღმავალია. ამიტომ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ისიც, რაც გლობალურად ხდება. ამიტომ ყველა ის შემზღუდველი, ე.წ. თვითშეგნებაზე დამყარებული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, უახლოეს დღეებში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ამიტომ პრევენციისთვის აუცილებელია ტრანსპორტში მგზავრებმა პირბადეები გამოიყენონ.

ყველა ახალი ამბავი
0