ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: კარგია თუ უფროსებს თქვენი არ ესმით, რადგან თუ ყველაფერი ესმით...

98
(განახლებულია 07:57 22.05.2020)
ნათია ფანჯიკიძე საუბრობს მოზარდობის პერიოდისთვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და კრიზისზე.
ნათია ფანჯიკიძე: კარგია თუ უფროსებს თქვენი არ ესმით, რადგან თუ ყველაფერი ესმით...
„ამ წინასაგამოცდო პერიოდში ჩვენ ვეხებით ისეთ თემებს, როგორიაა, პროფესიის არჩევა, მშობლების ზემოქმედებისგან გათავისუფლება. მათ  მიაჩნიათ, რომ უკეთ იციან რაღაც თქვენს შესახებ ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, რომ გინდოდეთ. მთავარია ის, რომ ჩვენი პირველი სერიოზული არჩევანი მოზარდობის ასაკში დგება ხოლმე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ის მთავარი კრიზისი და პრობლემა, რომელიც მოზარდობას ახლავს. ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე აქვს რვა ძირითადი კრიზისი, რაც ძალიან კარგია.“- ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძის აზრით: „კრიზისი საშუალებას იძლევა, როგორც თამაშებშია, რომ ცხრა სიცოცხლე ვიქონიოთ, ანუ ცხრაჯერ შეგვიძლია თავიდან დავიბადოთ და რეალურად გამოვცვალოთ ბევრი რამ. კრიზისი რთული გასავლელია, მაგრამ ის ერთადერთი გზაა, რომელიც საკუთარი თავის ტრანსფორმაციის საშუალებას გვაძლევს. როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, რომ ის არ შეცვლილაო, ეს სულაც არ არის დიდი კომპლიმენტი, იმიტომ, რომ ვინც არ იცვლება, მაინცდამაინც არ იმსახურებს კარგ შეფასებას.“

98
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

53
(განახლებულია 21:36 03.06.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გაერთიანებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრობს.
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა
„მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი ამ ოპოზიციური ერთობის იყო და რჩება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ჩვენ უარი არ გვითხრას უკვე შეთანხმებულ მუხლებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ წინაასაარჩევნოდ ვიცოდეთ – არჩევნები ტარდება ნორმალური სისტემით. ასევე ამ გაერთიანების ამოცანაა საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ნორმალური, ვერავინ შეძლოს ხმების მოპარვა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის ექს-სპიკერის თქმით, ამ პრინციპებით ჩატარებული არჩევნები გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური ძალის აბსოლუტურ უპირატესობას ვინმეზე და ხელისუფლების უზურპაციას. 

53
კახა კალაძე

კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფეებს დამატებითი შეღავათი მიეცათ

41
(განახლებულია 19:37 03.06.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე იმ შეღავათებზე საუბრობს, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს, შეზღუდვების სრულ მოხსნამდე ღია რესტორნებსა და კაფეებს ექნებათ.
კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფე-ბარებს დამატებითი შეღავათი მიეცათ
„1 ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები – მათ მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ამ დროებითი ღონისძიებით დაცული იქნება ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ისარგებლებს რესტორნითა და კაფეთი.

41
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 ივნისს

0
(განახლებულია 20:36 03.06.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის და ლერი ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანის დასახლების და ალეკო გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, გუთნის, წინანდალის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს