მიკროფონი

თელია: მთელი მსოფლიო იბრძვის გამალებით, რომ შეიქმნას მედიკამენტი, მაგრამ ამას ვერ ვაღწევთ

71
(განახლებულია 19:45 22.05.2020)
იმუნოლოგ-ალერგოლოგი, თსსუ პროფესორი დავით თელია საუბრობს იმაზე, ამარცხებს თუ არა ახალ კორონავირუსს იმუნოსტიმულატორები.
თელია: მთელი მსოფლიო იბრძვის გამალებით, რომ შეიქმნას მედიკამენტი, მაგრამ ამას ვერ ვაღწევთ
„უკანასკნელ დღეებში გაჟღერდა ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის და, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩემი კოლეგის მიერ, რომ არსებობს იმუნოსტიმულატორები, ბაქტერიოლიზატებზეა საუბარი, რომლებიც ვითომ მუშაობენ და მოქმედებენ კორონავირუსზე, რომ მათ აქვთ ანტივირუსული დაცვა. თქვენ ვერსად ვერ წაიკითხვათ ასეთ მონაცემებს. მთელი მსოფლიო იბრძვის გამალებით, რომ რაღაც მედიკამენტი შეიქმნას ამის საწინააღმდეგოდ, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ვაღწევთ. მივდივართ იქამდე, რომ ამ იზოლაციით მოვიგოთ დრო და ისევ და ისევ იმუნურმა სისტემამ უნდა გვიშველოს“, - ამბობს დავით თელია.

სპეციალისტის განცხადებით, არ უნდა მოტყუვდეს საზოგადოება და არ უნდა მიიღონ ისეთი აბები, რომელთაც არავინ იცის რა ეფექტი ექნება.

71
მიკროფონი

ნარკოლოგი: ეს იწყება ბავშვობიდან, დაუშვებელია ბავშვს მისცე იმაზე მეტი თანხა, რაც სჭირდება

30
(განახლებულია 19:05 29.05.2020)
მოზარდებში თუ რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ამის შესახებ ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი საუბრობს.
ნარკოლოგი: ეს იწყება ბავშვობიდან, დაუშვებელია ბავშვს მისცე იმაზე მეტი თანხა, რაც სჭირდება
„ეს ყველაფერი იწყება ბავშვობის ასაკში, როდესაც მშობელი ვერ აკონტროლებს თავის შვილს. არ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს თავისი ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის თანხა. არ შეიძლება ნებისმიერი ახირება შეუსრულოს ბავშვს მშობელმა. მაგალითად, თუ ჰყავს ველოსიპედი, არ შეიძლება მხოლოდ იმის გამო გამოვცვალოთ, რომ ფერი არ მოსწონს.  დაუშვებელია მისცეთ იმაზე მეტი თანხა, რაც შეიძლება მას დასჭირდეს“, – ამბობს გური მენაბდიშვილი.

ნარკოლოგის განცხადებით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის ვალების გადახდა მისი დახმარება არ არის. თუ მისი დახმარება გვინდა, უნდა ვუმკურნალოთ მას. სხვა შემთხვევაში ეს იქნება დათვური სამსახური.

30
კახა კალაძე

კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

47
(განახლებულია 18:44 29.05.2020)
რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს.
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეიდან იწყებს მუშაობას. ყველა მოთხოვნა, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, შესრულდება. ვიდრე ავტობუსები ხაზზე გავლენ, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება. გარდა ამისა, როგორც გვითხრეს, არ შეიძლება კონდიცირება მუშაობდეს, უნდა იყოს ფანჯრები ღია და ასე უნდა ნიავდებოდეს. ჩვენ ყველა მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, და აუცილებლობაა პირბადით შესვლა როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსში და მეტროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. მეტროში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრული პოლიცია გააკონტროლებს.

 

47
პარლამენტი

პრემიერი: საქართველოს მოქალაქეები უფრო კომპეტემტურ პარლამენტს აირჩევენ

0
გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო საპარლამენტო არჩევნები.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებით, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო ხარისხიანი, უფრო შინაარსიანი და კომპეტენტური, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივი ოპონირების ნაცვლად, იქცეოდნენ ემოციურად, ყვიროდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყოველივე ამას ევროპულ ოპონირებას ეძახდნენ. 

 „სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელში მუშაობაც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვიწევს.  იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და  გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას სიტყვებით, ადამიანები დღეს ელოდებოდნენ, რომ პარლამენტში იქნებოდა საუბარი ეპიდემიის, ეკონომიკის შესახებ, თუმცა, ყველაფერი  პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გადავიდა.

 „არამარტო ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ,  დარწმუნებული ვარ, რომ მძიმე საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო არჩევნები.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში აგვისტოს ბოლოს - არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. პარლამენტში შერეული სისტემით ირჩევა 150 დეპუტატი - ნაწილი პარტიული სიებით, ნაწილი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად.

0