მიკროფონი

ზახაშვილი:  მათ, საქართველოს მასშტაბით, საჭესთან მჯდომი ყველა ადამიანი სიგნალით ულოცავდა

52
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

 

ზახაშვილი: მათ, საქართველოს მასშტაბით, საჭესთან მჯდომი ყველა ადამიანი სიგნალით ულოცავდა
„მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარის დღე იყო და ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა პანდემიის გამო ეს ყველაფერი ჩვეულ ვითარებაში ვერ ჩატარდა. წლევანდელი მეთორმეტეკლასელები გამონაკლისები იქნებიან და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ როდესაც სკოლას ამთავრებდნენ, პანდემიის გამო, მათ ბოლო ზარი სკოლებმა დაურეკეს ისე,რომ თვითონ სკოლაში არ იყვნენ“ - ამბობს ზახაშვილი.

მისი თქმით, მართალია,  ამ დღეს მე-12 კლასელებმა ვერ მოუსმინეს სკოლაში სკოლის ზარების გუგუნს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო.

52
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ

66
(განახლებულია 18:50 14.08.2020)
უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის რა წესების დაცვა მოუწევთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლებში ახალ სასწავლო წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა.
მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ
„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასკოლო გარემოსთვის არის პირბადეების გამოყენება შესაფერისი წესით, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. დისტანცია ერთი მეტრი – ეს არის მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული. პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს განახლდება.

66
მიკროფონი

უკვე დადასტურებული გვაქვს კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა

49
(განახლებულია 16:23 14.08.2020)
დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგები ახალ კორონავირუსზე მოსახლეობის გამოკვლევას აგრძელებენ, განაცხადა ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა.
უკვე დადასტურებული გვაქვს კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა
„უკვე დადასტურებული გვაქვს კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა. აქედან ოთხი არის სოფელ გარბანიდან და ხუთი დაბა სტეფანწმინდიდან. ისინი საბაჟოს თანამშრომლების კონტაქტები არიან. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია და თვითიზოლაციაში არიან გადასული. დაბა სტეფანწმინდაში დამატებით კიდევ მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო სინჯების აღება. მთავარია, ლოკალიზება დროულად მოვახდინოთ“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით სასაზღვრო დეპარტამენტის 11 თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან შვიდი „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტის თანამშრომელია.

 

49
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

ამერიკული კომპანია გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

0
„ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაემორჩილოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია Frontera Resources Corporation განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას ტყუილსა და დეზინფორმაციაში და მთავრობასთან შეხვედრასა და მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელების გარანტიებს ითხოვს.

„ფრონტერამ“ გაავრცელა მორიგი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისამართით, რომელშიც მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, შეასრულოს 23 ივნისის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კონტრაქტი კომპანიასთან არ შეწყდება. კომპანია აღნიშნავს, რომ მთავრობას არც კი უცდია პრემიერის სიტყვების შესრულება.

„მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ „დროებით აჩერებს“ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურას. ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა, შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა „ფრონტერას" მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას“, - ნათქვამია „ფრონტერას“ განცხადებაში.

გარდა ამისა, „ფრონტერა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს კონსტრუქციული დიალოგისთვის და გასცეს გარანტიები მუშაობის გასაგრძელებლად.

კომპანია უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველომ მოიგო საარბიტრაჟო დავა და რომ კომპანიას 84 თანამშრომლისთვის 17-თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს.

ამის მიუხედავად...

კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს არაერთხელ გაუმართავთ საპროტესტო აქცია სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით. მათ სასამართლოსაც მიმართეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, კომპანიის ვალი 1 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ამ ადამიანების დასახმარებლად მთავრობამ მათთვის 1,2 ათასი ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარების აღმოჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, „ფრონტერას“ მოუწოდა, დაფაროს სახელფასო დავალიანება იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესასრულებლად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

ერთი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს კომპანიასთან და მხარეები ემზადებიან შეხვედრისთვის გარკვეული ტექნიკური საკითხების განსახილველად.

ხანგრძლივი დავა

კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.

საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ წარმოადგენდნენ. საქართველო კომპანიასთან თავდაპირველად კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

თუმცაღა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა ზრუნავს თავის საინვესტიციო რეპუტაციაზე, Frontera-ს საშუალება მისცეს მუშაობა გააგრძელოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოებდა. საუბარია საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგანაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანარჩენი 99% კომპანიამ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

თავდაპირველად კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთავაზებულ პირობებზე უკმაყოფილება გამოთქვა და თავის პრობლემებში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ ადგილი აქვს ცილისწამებასა და დეზინფორმაციას.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში. 

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა