თურნავა: Wizz Air მზადაა, საქართველოში ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საუბრობს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საქართველოში პირველი ტურისტები უნგრეთიდან ჩამოვიდნენ.
თურნავა: Wizz Air მზადაა, საქართველოში ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს
„უნგრეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი ის სახელმწიფო, საიდანაც პირველი ვიზიტორები ჩამოვლენ. ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ძალიან გაგვიხარდება, თუკი უნგრეთი ერთ-ერთი პირველი იქნება“, - ამბობს თურნავა.

მინისტრის განცხადებით, უნგრულმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი“, რომელიც საქართველოს ბაზარზეც ოპერირებს, მზადყოფნა გამოხატა, რომ ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0