ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, რისკიც მოიმატებს

119
(განახლებულია 17:51 15.05.2020)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
ტიკარაძე: თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, რისკიც მოიმატებს
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალუროი დისტანცირება. შესაბამისად ჩვენ არ გვინდა ამ ეტაპზე წავახალისოთ ადამიანები და შევამჭიდროვოთ ის არსებული მოცემულობა, რომელიც დღეს ჩვენს გვაქვს. თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, გარკვეულწილად ვთვლით, რომ  იქნება წახალისებული ადამიანების გადაადგილება. აქედან გამომდინარე რისკიც მატულობს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში პიკი არ ყოფილა და ქვეყანა, ისევე როგორც მთლი მსოფლიო, ინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება.

 

119
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

53
(განახლებულია 21:36 03.06.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გაერთიანებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრობს.
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა
„მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი ამ ოპოზიციური ერთობის იყო და რჩება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ჩვენ უარი არ გვითხრას უკვე შეთანხმებულ მუხლებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ წინაასაარჩევნოდ ვიცოდეთ – არჩევნები ტარდება ნორმალური სისტემით. ასევე ამ გაერთიანების ამოცანაა საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ნორმალური, ვერავინ შეძლოს ხმების მოპარვა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის ექს-სპიკერის თქმით, ამ პრინციპებით ჩატარებული არჩევნები გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური ძალის აბსოლუტურ უპირატესობას ვინმეზე და ხელისუფლების უზურპაციას. 

53
კახა კალაძე

კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფეებს დამატებითი შეღავათი მიეცათ

41
(განახლებულია 19:37 03.06.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე იმ შეღავათებზე საუბრობს, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს, შეზღუდვების სრულ მოხსნამდე ღია რესტორნებსა და კაფეებს ექნებათ.
კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფე-ბარებს დამატებითი შეღავათი მიეცათ
„1 ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები – მათ მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ამ დროებითი ღონისძიებით დაცული იქნება ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ისარგებლებს რესტორნითა და კაფეთი.

41
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 4 ივნისს

0
(განახლებულია 08:21 04.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 4 ივნისს
ლარის კურსი 4 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს