Sputnik

ბარკალაია: პანდემიით დაზარალებული, კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დაიწყო

123
(განახლებულია 19:49 15.05.2020)
დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია საუბრობს.
ბარკალაია: პანდემიით დაზარალებული, კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დაიწყო
„კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან ექვსი კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.moh.gov.ge. ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, მეწარმე ფიზიკურ პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

123
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

53
(განახლებულია 21:36 03.06.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გაერთიანებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრობს.
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა
„მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი ამ ოპოზიციური ერთობის იყო და რჩება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ჩვენ უარი არ გვითხრას უკვე შეთანხმებულ მუხლებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ წინაასაარჩევნოდ ვიცოდეთ – არჩევნები ტარდება ნორმალური სისტემით. ასევე ამ გაერთიანების ამოცანაა საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ნორმალური, ვერავინ შეძლოს ხმების მოპარვა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის ექს-სპიკერის თქმით, ამ პრინციპებით ჩატარებული არჩევნები გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური ძალის აბსოლუტურ უპირატესობას ვინმეზე და ხელისუფლების უზურპაციას. 

53
კახა კალაძე

კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფეებს დამატებითი შეღავათი მიეცათ

41
(განახლებულია 19:37 03.06.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე იმ შეღავათებზე საუბრობს, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს, შეზღუდვების სრულ მოხსნამდე ღია რესტორნებსა და კაფეებს ექნებათ.
კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფე-ბარებს დამატებითი შეღავათი მიეცათ
„1 ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები – მათ მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ამ დროებითი ღონისძიებით დაცული იქნება ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ისარგებლებს რესტორნითა და კაფეთი.

41
სამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ

საეკლესიო კალენდარი: 4 ივნისი

0
(განახლებულია 23:53 03.06.2020)
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 4 ივნისს მოწამეების ბასილისკოს, კომანში წამებულს და სერბეთის მთავრის იოანე-ვლადიმერის, იხსენიებს

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
საეკლესიო კალენდარში 4 ივნისი არის მეორე მსოფლიო კრების ხსენების დღეც.  

მოწამე ბასილისკო, კომანში წამებული

წმიდა მოწამე ბასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის.

წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს., მოგვიანებით კი მმართველ აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს.

 წმიდა ბასილისკო აღესრულა 308 წელს.

მოწამე იოანე-ვლადიმერი - სერბეთის მთავარი

წმიდა მოწამე იოანე-ვლადიმერი სერბეთის მთავარი ( 1015) ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კარებთან 1015 წლის 22 მაისს. წმიდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.

მეორე მსოფლიო კრება        

მეორე მსოფლიო  საეკლესიო კრება 381 წელს ქალაქ კონსტანტინეპოლში, ,რომის იმპერატორის თეოდოსის ბრძანებით ჩატარდა

კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები.

კრება გაიხსნა წმინდა მელეტი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავმჯდომარეობა დაევალა გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს.

კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, განიხილა და დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმინდაარის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად იდიდება.

მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი