გიორგი მოლოდინაშვილი: 21 მარტიდან დღემდე საქართველოში 4 500 ავიარეისი გაუქმდა

© photo: George Molodinashvili / FBგიორგი მოლოდინაშვილი
გიორგი მოლოდინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში საავიაციო სფეროს პარალიზება გამოიწვია, განაცხადა საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მოლოდინაშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
გიორგი მოლოდინაშვილი: 21 მარტიდან დღემდე საქართველოში 4 500 ავიარეისი გაუქმდა
„21 მარტიდან დღემდე მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლებით 4 500 რეისი გაუქმდა, რაც საავიაციო სფეროსთვის ძალიან დიდი დარტყმაა. ამ ეტაპზე სრულდება მხოლოდ რეპატრიაციის ფრენები და სატვირთო გადაზიდვები. საერთაშორისო რეგულარულ ავიაგადაზიდვებს თუ გადავხედავთ, დაახლოებით 70%-ით არის შემცირებული მსოფლიო მასშტაბით მათი რაოდენობა“, - განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ეტაპობრივად გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0