კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი შემთხვევის წყარო უცნობია

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი შემთხვევის წყარო უცნობია
„დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. ერთი ახალი შემთხვევაა, რომლის კონტაქტები მოძიებულია, ოთხი კონტაქტია სულ. ახალი ინფიცირებულის წყარო უცნობია, საკარანტინო სივრციდან არის, თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი. ჩვენთან 37 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ გვყავდა 40, გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული. უკვე 90 გამოჯანმრთლებული ჰყავს ჩვენს ცენტრს. კრიტიკული პაციენტის სტაბილიზება უკვე მიღებულია, სულ რამდენიმე დღის შეფასება გვჭირდება მისი კლინიკური მდგომარეობის და ასევე ლაბორატორიული მონაცემების და შეჯერების შედეგად შევძლებთ ვთქვათ, სტაბილიზების შედეგად დაიწყება თუ არა გამოჯანმრთელება და პროგნოზი როგორია. ამ ეტაპზე პროგნოზირება ძალიან რთულია, ჯერ შეუძლებელია, მაინც მონიტორინგს და დაკვირვებას საჭიროებს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გარდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისა, სამ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ყველა ახალი ამბავი
0