ნინო ნიჟარაძე: ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში არ დაგვმატებია კორონავირუსის შემთხვევები

© photo: Nino Nizharadze / FBაჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე კორონავირუსით ინფიცირებულ და გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე საუბრობს.
ნინო ნიჟარაძე: ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში არ დაგვმატებია კორონავირუსის შემთხვევები
„უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში არ დაგვმატებია ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ ლაბორატორიულად ყველა მოქალაქეს ვიკვლევთ და ისინი კარანტინს მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ ტოვებენ. გამოკვლეულია 230-ვე პირი, რომლებიც საკარანტინო სივრციდან სახლებში დღეს დაბრუნდებიან. თვითიზოლაციაში რჩება მხოლოდ ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ბოლო დადასტურებული შემთხვევის ხუთი კონტაქტი, ისინი ქალაქ ქობულეთში ცხოვრობენ და ინფიცირებულის ოჯახის წევრები არიან, თუმცა ვირუსი არ აღენიშნებათ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, 38 გამოჯანმრთელებული პირია.

ყველა ახალი ამბავი
0