მეზვრიშვილი: მოვხსენით გარკვეული შეზღუდვები, რაც დღეიდან ამოქმედდა

გამოწერა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ ისაუბრა.
მეზვრიშვილი: მოვხსენით გარკვეული შეზღუდვები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
„პრემიერმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ თანმიმდევრულები. თანმიმდევრულად ვმოქმედებდით მაშინ, როდესაც ეს შეზღუდვები შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, და ვცდილობთ, რომ ასევე თანმიმდევრულად, რისკების კონტროლით, ეტაპობრივად ავხსნათ შეზღუდვები. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაყრდნობით. სწორედ სიტუაციის შეფასებით მივიღეთ ყველა გადაწყვეტილება და მოვხსენით გარკვეული შეზღუდვები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს, ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0