ბარკალაია: დახმარებების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება

გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საუბრობს იმაზე, როდის დაიწყება დახმარებების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე.
ბარკალაია: დახმარებების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება
„დახმარებების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება. პირველ რიგში დახმარებას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბაზებში და შემოსავლების სამსახურის ბაზებში უკვე იდენტიფიცირებული არიან. ესენი არიან ფორმალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ; ადამიანები, რომლებიც უკვე არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ან 100 000-ს ქვემოთ და ისინი მრავალშვილიანები არიან; ასევე შშმ პირები მძიმე და ღრმა შეზღუდვით და შშმ ბავშვები“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის პროცესი 15 მაისიდან დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0