გახარია: ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
გახარია: ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება
„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 5 მაისიდან ყველა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას.

ყველა ახალი ამბავი
0