მარინა ეზუგბაია: ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელსაც აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მარინა ეზუგბაია: ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელსაც აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია
„გვაქვს 593 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 215 გვყავდა, დაგვემატა 8 და არის 223. ჩვენი ცენტრიდან უკვე 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება. გვყავს კვლავ ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, არსებული მკურნალობის ფონზე ჯერჯერობით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზება ვერ ხერხდება.

ყველა ახალი ამბავი
0