ცერცვაძე: ხარვეზია ის, რომ ქვეყანაში ვირუსზე აგრესიული ტესტირებები არ კეთდება

© photo: Tengiz Tsertsvadze / FBთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ტესტირებებზე, ხარვეზებზე და ევროპული ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს.
ცერცვაძე: ხარვეზია ის, რომ ქვეყანაში ვირუსზე აგრესიული ტესტირებები არ კეთდება
„თუნდაც ახლა გამოკვლევაში ტესტები ცოტა გვქონდა, მაგრამ ეს ცოტა ტესტი უფრო ეფექტურად იქნა გამოყენებული. შეგიძლიათ ეს ყველაფერი არ დაიჯეროთ, მაგრამ რას უზამთ იმას, რომ ჩვენთან ექვსი ადამიანია გარდაცვლილი და სხვაგან 6 ათასი? ხომ შედეგით იზომება ყველაფერი? ცოტაა ჩვენთან გაკეთებული ტესტი, მაგრამ მაქსიმალური სარგებლიანობითაა ეს ტესტი გამოყენებული. არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხარვეზი ის, რომ ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე აგრესიული ტესტირებები არ კეთდება და რეგიონშიც კი ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით? - არის. მაგრამ ერთ მომენტს გეტყვით, რაც შედარებით ამ ხარვეზს არბილებს საქართველოსთვის. გერმანიას, ევროპის ლიდერს ამ ტესტირებების საქმეში, გამოკვლეული ჰყავს 2 მლნ-ზე მეტი მოქალაქე, რაც წარმოადგენს მისი მთლიანი მოსახლეობის 2.5%-ს მხოლოდ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მომავალი კვირიდან მოქალაქეები ვირუსზე გერმანული სტანდარტით შემოწმდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0