ჩოგოვაძე: ორსულები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, თუმცა აქ კორონავირუსი მიმდინარეობს მარტივად

© The Doctors / FBნინო ჩოგოვაძე
ნინო ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე საუბრობს, იმაზე, თუ როგორი ზემოქმედება აქვს კორონავირუსს ორსულებზე.
ჩოგოვაძე: ორსულები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, თუმცა აქ კორონოვირუსი მიმდინარეობს მარტივად
„ორსულობა ეს არის იმუნოსუპრესიული მდგომარეობა და ამ დროს ორსულები არიან განსაკუთრებით მგრძნობიარეები. ხშირად ავლენენ უფრო მეტ გართულებებს სხვადასხვა დაავადებების შედეგად. ისინი მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, თუმცა დღემდე არსებული მონაცემებით, კორონავირუსი ორსულებში მიმდინარეობს შედარებით მარტივად. რაიმე განსაკუთრებული სიმძიმე, ან გამოხატულება არ ახასიათებს“, ამბობს ჩოგოვაძე.

გინეკოლოგის განცხადებით, ჩინეთში აღწერილია კორონავირუსით დაინფიცირებული 30 ქალის მშობიარობა. აქედან მხოლოდ ერთ ახალშობილს დაუდასტურდა კორონავირუსის არსებობა. ჩოგოვაძის თქმით, დადასტურდა, რომ ამ შემთხვევაშიც დაინფიცირება მოხდა მშობიარობის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0