ირაკლი ჩიქოვანი: საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება თელავისა და ახალციხის გამშვებ პუნქტებზეც

© Government of Georgiaმთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი
მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ საგანგებო რეჟიმზე ისაუბრა.
ირაკლი ჩიქოვანი: საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება თელავისა და ახალციხის გამშვებ პუნქტებზეც
„საქართველოს მასშტაბით შვიდი მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა ფაქტობრივად კარანტინის რეჟიმი და მოწყობილი არის სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. გეტყვით, რომ ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებით, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი არის თელავი და ახალციხე“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 110 პაციენტია, აქედან 21 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული, ხოლო იზოლაციაში იმყოფება 4 995 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0