ვასილ მაღლაფერიძე

მაღლაფერიძე: მათ შეძლეს უზარმაზარი საქმის ჩატარება, დღეს პირველი გაკვეთილები გავიდა ეთერში

46
(განახლებულია 19:06 30.03.2020)
საქართველოში დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“, რომლის შესახებაც „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საუბრობს.
მაღლაფერიძე: მათ შეძლეს უზარმაზარი საქმის ჩატარება, დღეს პირველი გაკვეთილები გავიდა ეთრში
„შეიძლება ითქვას, რომ 30 მარტი არის ამ არხის დაბადების დღე – „პირველი არხი – განათლება“. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს გაგრძელდება ეპიდემიის შემდეგაც. შემოქმედებითი კოლექტივი უკვე ყალიბდება. ამ ადამიანებმა მართლაც უზარმაზარი შრომა ჩააქსოვეს ამ საქმეში. დაუჯერებლად მოკლე დროში შეძლეს უზარმაზარი საქმის ჩატარება და დღეს პირველი გაკვეთილები გავიდა ეთრში“, – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროექტი „ტელესკოლა“ ორშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყო. პროექტი მოწოდებულია საგანგებო მდგომარეობის დროს მოსწავლეებს დისტანციურად დაეხმაროს პროგრამის ათვისებაში.

46
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს

45
(განახლებულია 15:36 04.06.2020)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

 

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს
„გუშინ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. ბატონი გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიყვანს ჩვენ გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არამედ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც ისევ დაამარცხებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით იმ პრობლემას, რომელსაც ქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განმარტებთ, უწყების არც ერთი ჩინოვნიკი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

45
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო

57
(განახლებულია 16:51 04.06.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პანდემიის დროს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და რისკებზე.
გიორგი გახარია: ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო
„ეპიდემიოლოგიურად დღეს ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გეგმა, რომელსაც მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში, მომავალში, ყოველდღიურად უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, პანდემიის დროს უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ამიტომ ქვეყანას ლოდინის დრო აღარ აქვს.

57
მშრალი ხიდი

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები და მთავრობის სტრატეგია

0
(განახლებულია 16:37 04.06.2020)
მთავრობის მხრიდან დახმარების ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალური გადასახადებისგან მოქალაქეების გათავისუფლება და  საბანკო სესხების გადავადება

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს ბევრი  ლოდინის დრო და შესაძლებლობა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ–მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემაა, მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გააკეთოს თავისი საქმე.

 „ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უჭირთ.  ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

სწორედ ამიტომაც მთავრობის ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალურ გადასახადებზე დახმარება, საბანკო სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

 „ამან მოგვცა შესაძლებლობა მოგვეგო დრო, უკეთ გავრკვეულიყავით გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომლითაც ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა პრემიერმა. 

გახარიამ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ვარიანტს მთავრობა განსახილველად მოქალაქეებს წარუდგენს.

 „ყოველთვის ვამბობდი, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია – ეს სხვა ისტორია, სხვა გეგმაა. იგი სხვა დონის მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები, ჩართული არიან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის პროცესში“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ეს არის ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე აუდიტორული კომპანია Deloitte–ის ნიუ–იორკის ოფისის ანალიტიკოსები. აღნიშნული გეგმა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს პოსტპანდემიურ ეკონომიკასა და გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური.


0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა