ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე: მაშინ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე მიგვეტოვებინა ბირჟა და ცუდი საქციელი

69
(განახლებულია 10:58 30.03.2020)
ზურა ხაჩიძე ყვება როგორ დაიბადა ჯგუფის „ქუჩის ბიჭები“შექმნის იდეა. როგორ მოიფიქრეს იმ დროისთვის დამაინტრიგებელი სახელი.
ზურა ხაჩიძე: მაშინ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტემიგვეტოვებინა ბირჟა და ცუდი საქციელი
„ძალიან დიდ დროს ვუთმობდით ქუჩას და იქ დგომას. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ მუსიკალური ჯგუფი დაგვეარსებინა. ორი ღამე გავათენე იმაზე ფიქრით თუ რა დაგვერქმია ჯგუფისთვის. ჯერ ვიფიქრეთ „ცუდი ბიჭები“, მერე „კარგი ბიჭები“, ბოლოს მე ვთქვი „ქუჩის ბიჭები“.  ვთქვი, რომ ქუჩის ბიჭები -ამ სახელში კრიმინალური არაფერია. ძალიან საინტერესო სახელია და მასში არის რაღაც დამაინტრიგებელი. როცა აფიშაზე დაწერენ „ქუჩის ბიჭები“ საინტერესო იქნებოდა, თან იმ დროს ეს უკვე რაღაც ახალი იყო. მერე ბიჭებსაც ძალიან მოეწონათ. ასე დავარქვით ჩვენს ჯგუფს ეს სახელი.“- ამბობს ზურა ხაჩიძე სატელევიზიო გადაცემაში.

„ბორჯომის ბავშვთა ფედერაციაში ქეთი ნოზაძემ დაგვიძახა და გვითხრა: მოდი, მე მოგხედავთ და გიპატრონებთო. სარეპეტიციო დარბაზის მოგვცა და დავიწყეთ სიმღერა, მე თან საღამოებიც მიმყავდა ხოლმე. 1994 წელს პირველი კონცერტი ჩავატარეთ ბორჯომის კულტურის სახლში, ბევრი მაყურებელი მოვიდა. ყველას აინტერესებდა „ქუჩის ბიჭები“ რას იზამდნენ. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა.“

 

69
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს

39
(განახლებულია 15:36 04.06.2020)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

 

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს
„გუშინ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. ბატონი გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიყვანს ჩვენ გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არამედ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც ისევ დაამარცხებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით იმ პრობლემას, რომელსაც ქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განმარტებთ, უწყების არც ერთი ჩინოვნიკი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

39
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო

57
(განახლებულია 16:51 04.06.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პანდემიის დროს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და რისკებზე.
გიორგი გახარია: ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო
„ეპიდემიოლოგიურად დღეს ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გეგმა, რომელსაც მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში, მომავალში, ყოველდღიურად უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, პანდემიის დროს უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ამიტომ ქვეყანას ლოდინის დრო აღარ აქვს.

57
ონლაინ-რეჟიმი

კონფუზი ონლაინ: პოლიტიკოს ქალს კამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა - ვიდეო

0
(განახლებულია 16:29 04.06.2020)
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიო მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო გავრცელდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მექსიკელ სენატორ ქალს სახელმწიფო ონლაინ–თათბირის შემდეგ ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა, რის მოწმეც არაერთი ადამიანი გახდა, იუწყება New York Post–ი.

ირკვევა, რომ 66 წლის მარტა ლუსია მიჩერ კამარენა მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა შეცდომას, რაც პირადი შეტყობინებები მიიღო. მანამდე კი თათბირის დამსწრე ჩინოვნიკებმა და ჟურნალისტებმა ინციდენტის კამერებზე აღბეჭდვა მოასწრეს. 

გამოცემის ინფორმაციით, სენატორი მაინცდამაინც არ განიცდის მომხდარს.

„მე მალუ მიჩერი ვარ  და არ მრცხვენია, რომ ინტიმური ადგილი შემთხვევით გამომიჩნდა... სწორედ ამ მკერდით გამოვზარდე ოთხი შვილი“, — განაცხადა მან.

ირკვევა, რომ მიჩერ კამარენას მხარი არაერთმა პოლიტიკოსმა დაუჭირა, რომლებმაც სამარცხვინოდ მიიჩნიეს სოციალური ქსელებით მკერდმოშიშვლებული სენატორის ფოტოების გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, რაც მთელი მსოფლიო ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი მსგავსი და კიდევ უფრო „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო- და ფოტომასალა გავრცელდა. 

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს