მიკროფონი

ლევან რატიანი : შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა პაციენტმა კლინიკა ხვალ დატოვოს

71
(განახლებულია 19:29 27.03.2020)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი იმყოფება, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანი : შესაძლოა კორონავირუსი ინფიცირებულმა სამმა პაციანტმა კლინიკა ხვალ დატოვოს
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული ქალბატონი, რომელიც დაახლოებით 22 კვირის ორსულია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბიულურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე სულ არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი იმყოფება. აქედან ორი კლინიკური მედიცინის დეპარტამენტშია. მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მართვადია“, – განახცადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიაში მყოფ ინფიცირებულებს, ლევან რატიანის თქმით, მათგან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევები და თუ კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, ისინი ხვალ კლინიკას დატოვებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია.

71
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს

45
(განახლებულია 15:36 04.06.2020)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

 

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს
„გუშინ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. ბატონი გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიყვანს ჩვენ გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არამედ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც ისევ დაამარცხებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით იმ პრობლემას, რომელსაც ქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განმარტებთ, უწყების არც ერთი ჩინოვნიკი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

45
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო

57
(განახლებულია 16:51 04.06.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პანდემიის დროს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და რისკებზე.
გიორგი გახარია: ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო
„ეპიდემიოლოგიურად დღეს ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გეგმა, რომელსაც მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში, მომავალში, ყოველდღიურად უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, პანდემიის დროს უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ამიტომ ქვეყანას ლოდინის დრო აღარ აქვს.

57
ვალუტის გაცვლის პუნქტი

დოლარი ვარდნას განაგრძობს თურნავა მიზეზებზე საუბრობს

0
(განახლებულია 16:41 04.06.2020)
მაისის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 7, 5%-ით გამყარდა, მაგრამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მაინც ისევ ორჯერ აჭარბებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. დაბალანსებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, მონეტარულმა და ფულადსაკრედიტო ბერკეტებმა საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება შეძლო, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაც დაერთო. მარტში ლარი 20%-ით გაიაფდა, ხოლო შემდეგ კი 3,2 GEL/$1 დონეზე დასტაბილურდა. თუმცა  უკვე მაისის ბოლოსთვის ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ეროვნულმა ბანკმა 4 ივნისისთვის  ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1.ნიშნულზე დაადგინა.

„ლარის გამყარება - ეს არის რამდენიმე ფაქტორის კომპლექსი. ეს  არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია უწინდებურად  6%–ზე ზევით რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ  6,5% შეადგინა მაშინ, როცა  მიზნობრივი მაჩვენებლი 3 %-ია.  

აპრილში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8,5 % მდე დაწია. ეს არის გასული  წლის სექტემბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის პირველი შემცირება. მაშინ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის და ინფლაციის ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

რატომ არ ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას>>

სავალუტო ბაზარი რომ  დაესტაბილურებინა, ეროვნულმა ბანკმა სამი თვის განმავლობაში ხუთი აუქციონი გამართა, რომლებზეც 160 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის  უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, სავალუტო ინტერვენციების ჩათვლით.

0
თემები:
ლარის კურსი დღეს