მიკროფონი

გაბუნია: ჩინეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვა კორონავირუსის 1 ათასი ტესტი

69
(განახლებულია 18:12 25.03.2020)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთიდან საქართველოში გამოგზავნილ ტესტებზე, რომლის ნაწილიც საქართველოში დღეს ჩამოვა.
გაბუნია: ჩინეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვა კორონავირუსის 1 ათასი ტესტი
„ამ დროისათვის ტესტების რაოდენობა, რასაც ველოდებით, შედარებით მცირეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა. რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, ეს არის ის მოდელი, რომელსაც სამხრეთ კორეაში იყენებდნენ. ვფიქრობთ, ჩამოვა კვირის ბოლოს. შემდეგ ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს. ის 200 ათასზე მეტი ტესტი, რომელიც იყო დაანონსებული, უკვე აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. ჩინეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვა 1 ათასი ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს მზად აქვს ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელშიც შედის როგორც პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის, იგივე PCR მეთოდით ტესტირება, ასევე სწრაფი ტესტები.

69
მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

81
(განახლებულია 20:07 07.07.2020)
საქართველოში კორონავირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია
„ხუთივე არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, დანარჩენი ორი კი სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული პაციენტი, რომლებიც კარანტინში ბრძანდებოდნენ და კორონავირუსი მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ. ისინი ჩვენს ცენტრში გადმოიყვანეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, გარდაცვლილი - 15. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პაციენტია.

 

81
ბექა ფერაძე

სპორტულ დარბაზებს და საცურაო აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ

68
(განახლებულია 19:09 07.07.2020)
სპორტული დარბაზების, ღია და დახურული აუზების ფუნქციონირება დღეიდან ნებადართული გახდა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
სპორტულ დარბაზებს და აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ
„ისინი საქმიანობას იმ წუთიდან აღადგენენ, როგორც კი ინსპექტირება განხორციელდება. მოთხოვნებს რაც შეეხება, სპორტული დარბაზების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვენტილაციას, ხოლო აუზებს მოეთხოვებათ ბაქტერიოლოგიური კვლევები, რომელიც ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

68
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 8 ივლისს

0
(განახლებულია 17:39 07.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის, წურწუმიას, ალექსიძის და ქვილითაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ენუქიძის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურდიანის, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას და კეკელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, აეროდრომის დასახლების, 17 შინდისელი გმირის, წულუკიძის, ძეგლევის, ჩაჩუას, კაკაბეთის, წალენჯიხის, ხარაბაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, კოპცოვის და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვიშვილის, აბაშიძის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს