თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულ ასაკოვან ქალს პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა

45
(განახლებულია 17:05 25.03.2020)
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მათ კლინიკაში მოთავსებული ასაკოვანი ქალის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულ ასაკოვან ქალს პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა
„ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელზეც მუდმივად ვლაპარაკობთ. არის რისკის შემცველი პაციენტი თავისი ასაკის, თანარსებული დაავადებების – ნევროლოგიური, მძიმე დაავადების და პარალელურ რეჟიმში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გამო. დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და, ორმხრივ პლევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება. შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სამედიცინო დირექტორის განმარტებით, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.

45
მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

88
(განახლებულია 20:07 07.07.2020)
საქართველოში კორონავირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია
„ხუთივე არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, დანარჩენი ორი კი სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული პაციენტი, რომლებიც კარანტინში ბრძანდებოდნენ და კორონავირუსი მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ. ისინი ჩვენს ცენტრში გადმოიყვანეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, გარდაცვლილი - 15. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პაციენტია.

 

88
ბექა ფერაძე

სპორტულ დარბაზებს და საცურაო აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ

72
(განახლებულია 19:09 07.07.2020)
სპორტული დარბაზების, ღია და დახურული აუზების ფუნქციონირება დღეიდან ნებადართული გახდა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
სპორტულ დარბაზებს და აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ
„ისინი საქმიანობას იმ წუთიდან აღადგენენ, როგორც კი ინსპექტირება განხორციელდება. მოთხოვნებს რაც შეეხება, სპორტული დარბაზების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვენტილაციას, ხოლო აუზებს მოეთხოვებათ ბაქტერიოლოგიური კვლევები, რომელიც ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

72
მონტენეგრო

ღიაა დამატებითი შეზღუდვების გარეშე მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა

0
(განახლებულია 12:18 08.07.2020)
იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქე მონტენეგროში ჩავიდეს საჭირო არაა არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მონტენეგრომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ქვეყანაში შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, იუწყება პირველი არხი.

ქვეყნები, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს – უპირობოდ და პირობებით>>

ჩამონათვალში მოხვდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა. საქართველოსთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინა, ბელარუსი, თურქეთი და ჩინეთი.

კორონავირუსზე ტესტის წარდგენა მონტენეგროში შესასვლელად დასჭირდებათ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, კოსოვოს, ისრაელის, სინგაპურისა და კანადის მოქალაქეებს. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები ვალდებული იქნებიან, სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. საზღვრები საქართველოსთვის გახსნეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ლარვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ამასთან ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას>>

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში