კახა კალაძე

კალაძე: დღეს, საღამოდან თბილისის ქუჩები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება

391
(განახლებულია 17:23 24.03.2020)
თბილისის მერი კახა კალაძე იმ პროექტის შესახებ საუბრობს, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დედაქალაქში დღეიდან დაიწყება.
კალაძე: დღეს საღამოდან თბილისის ქუჩები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება
„გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც დღეს, საღამოდან ვაპირებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ეს პროექტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს, საღამოდან ყველა ის ქუჩა, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ჩასასვლელები, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ყველაფერი ვერ მოერევა ვირუსს, მაგრამ ეს არის პრევენციული ღონისძიებები. ამის შემდეგ ჩვენ ინდივიდუალურად დავამუშავებთ უშუალოდ გაჩერებებსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით დღევანდელი საღამოდან თბილისში სადეზინფექციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები განახორციელებენ.

391
გიორგი გახარია

გახარია: დიდგორი იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება

59
(განახლებულია 18:29 12.08.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდგორობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითია.
გახარია: დიდგორობა იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება
„გილოცავთ დიდგორობას! – საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი. თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორია, ესაა ყოველდღიურობა. ამ ქვეყნის ცხოვრება ყოველთვის თავდადება და ბრძოლაა“, – ამბობს გიორგი გახარია.

1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

59
მიკროფონი

ექსპერტი: გადარჩებოდა თუ არა შაქარაშვილი, წყალში რომ არ გადაეგდოთ

210
(განახლებულია 15:38 12.08.2020)
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე საუბრობს, გადარჩებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი, ხმელეთზე რომ დაეტოვებინათ.
ექსპერტი: გადარჩებოდა თუ არა შაქარაშვილი, წყალში რომ არ გადაეგდოთ
„შაქარაშვილს არ ჰქონდა მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, ანუ დაზიანებები, რომლებიც გამოიწვევდა სიკვდილს. ამდენად, თუ წყალში არ მოხვდებოდა, სიკვდილზე დასკვნების გამოტანა ყოველგვარ საფუძველს იქნებოდა მოკლებული. ცალსახაა – ეს დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

11 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ვერსიით, მათ შაქარაშვილი მდინარე არაგვის პირას მოიმწყვდიეს, სასტიკად სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს. 19 წლის ბიჭის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.

210
ნანუკა გუდავაძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი

ბერა და ბერუკა ერთად ვარჯიშობენ - მუსიკოსი უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 14:51 31.07.2020)
მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ვაჟი სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა ქვეყანას, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პატარა ბერუკას მუსიკა მამამ უკვე შეაყვარა. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ. „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა. ბერამ შვილს „იავნანაც“ დაუწერა და ვიდეო, სადაც ამ მუსიკაზე ბერუკა იძინებს, სოციალურ ქსელში განათავსა. ახლა კი შვილთან ერთად ვარჯიშობს. ბერუკას, როგორც ჩანს, მამასთან ერთად ვარჯიში ძალიან მოსწონს.

View this post on Instagram

😂❤

A post shared by @ beraivanishvili_fanclub on

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება